ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
16:55 / 31-03-2017
ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა
ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი მაისა პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია დღეს თბილისში მომხდარი ინციდენტი. თვითმხილველი ვრცელ კომენტარსაც ურთავს ვიდეოს:

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

"დღეს, დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ.

საუბრიდან რამდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ე.წ ზებრაზე გადასვლას და იმას, თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით, რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა, ცდილობდა შიგადაშიგ სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის.

პატრულის თანამშრომლები თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას.

ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ კოლეგებს დასახმარებლად.

თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა, რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მას იცავდა, იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს, თავად შეგიძლიათ ვიდეომასალაში იხილოთ" - წერს ფაქტის თვითმხილველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ასფალტზე ჰყავთ დაწვენილი და მას
You must have Flash Player installed in order to see this player.
ექვსამდე პოლიციელი აკავებს. რამდენიმეწუთიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილს ადებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაკავების მომენტში მიიღო.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა, რომელიც ვაკეში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ დააკავა, გათავისუფლებულია. დაკავებულის გათავისუფლება რამდენიმე საათში მოხდა. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შესაბამისი ფაქტებით არის დადასტურებული.

"მომხდართან დაკავშირებით უკვე იმსჯელა სასამართლომ და აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება ადგილზე საპატრულო პოლიციის მოქმედებას, ამაზე გენერალურ ინსპექციას შესწავლა დაწყებული აქვს", - აცხადებენ შსს-ში.
You must have Flash Player installed in order to see this player.
10:47 / 19-04-2017
tazo
0
როგორც შსს სამინისრტროში, ასევე საპატრულო პოლიციაში არის ბარდაგი, მიმხედავი არავინ არ არის!
14:56 / 04-04-2017
ბადრის
0
ორსული გოგონა ზებრაზე გადადიოდაო ნათქვამია და კიდე პატრულს ამართლებ არა გცხვენია !
მსგავსი სიახლეები
უხვი ნალექის გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს წყალმოვარდნის საფრთხე
+VIDEO "112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოხტომას ცდილობს"
+VIDEO| რეპერები "ჩამშვებებზე", მოსაწევზე, პატრულზე და ა.შ მღერიან
შეუძლებელია ფოტოზე პატრულის ემოცია ვერ დაინახოთ
გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შესაბამისი ფაქტებით არის დადასტურებული
+VIDEO "იპოვეთ ეს პოლიციელი და დანიშნეთ პრემიერ-მინისტრად! ან სადმე მაღალ თანამდებობაზე..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:21 / 23-06-2017  Image რუსთაველის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა
21:14 / 23-06-2017  Image შსს ადასტურებს, რომ დათო როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრაგირების დროს გაიქცა
პოლიციის 3 თანამშრომელის მიმართ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
09:50 / 24-06-2017  Image ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია
პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ კი­დევ ორ ქალს წარმო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ბედ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ
13:42 / 23-06-2017  Image "კანიბალების საქმის" ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ: ბექა შენგელიას უვადო, მარიამ ყოჩიაშვილს - 20 წელი
ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში
20:01 / 23-06-2017  Image სკანდალი "X ფაქტორის" ირგვლივ - სოფო საჟონიანის გამო ლელა წურწუმიამ და სტეფანემ იჩხუბეს?
"მე და ლელა, მართლა წამოვედით ადრე"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49