"დავბრუნდით ზებედნიერნი..." - რას წერენ ახალგაზრდები, რომლებიც პრემიერთან ერთად ევროპაში უვიზოდ პირველად გაემგზავრნენ

"დავბრუნდით ზებედნიერნი..." - რას წერენ ახალგაზრდები, რომლებიც პრემიერთან ერთად ევროპაში უვიზოდ პირველად გაემგზავრნენ

28 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ათენი-ბრიუსელის მიმართულებით შესრულდა რეისი, რომლის მგზავრები იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სტუდენტები, ახალგაზრდა მეწარმეები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

აი, რას წერენ ახალგაზრდები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირველად, უვიზოდ იმოგზაურეს ევროპაში:

"წავედით ევროპისკენ პირველი ვიზალიბერალიზებული ტურისტები! გული მიფანცქალებს, როგორ დელეგაციაში მოვხვდი! და რა საოცარი ადამიანია ჩვენი პრემიერი! ერთხელ ჩავატარე გამოსვლა ტექნოპარკში, რომელსაც ის ესწრებოდა, და რომ დაგვინახა, თვითონ გვკითხა, როგორ მიდის თამაშობანაო?" - წერს "სტარტაპერი" ნინი ჩიქოვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"დავბრუნდით ზეაღტაცებულნი და ზებედნიერნი" - უყვება "ფეისბუქ"-მეგობრებს თათია მთვარელიძე.

"დღეს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. 5 "სტარტაპერს" მიეცა შესაძლებლობა, ემოგზაურა პრემიერ-მინისტრთან ერთად ათენსა და ბრიუსელში ამ დიდი დღის აღსანიშნავად და მეამაყება, რომ მე მათ შორის ვარ", - წერს დავით ხოსროშვილი.

ახალგაზრდებმა სტატუსებს მოგზაურობის ამსახველი და პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაღებული ფოტოებიც დაურთეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს