"ემიგრანტები მაჩერებდნენ და მთხოვდნენ გადმომეცა, რომ შენს გვერდით არიან" - ეკა ხოფერია მაია ასათიანს

"ემიგრანტები მაჩერებდნენ და მთხოვდნენ გადმომეცა, რომ შენს გვერდით არიან" - ეკა ხოფერია მაია ასათიანს

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც მაია ასათიანს მიმართავს და საბერძნეთში მყოფი ემიგრანტების დანაბარებს გადასცემს.

"ორი დღით ვიყავი ათენში, ცხადია, შევხვდი ჩვენს ემიგრანტებს. ასე სათითაოდ ყველა მაჩერებდა და მთხოვდა პერსონალურად გადმომეცა, რომ ძალიან უყვარხარ და შენს გვერდით არიან. იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ მინდა ერთიანი დიდი მოკითხვა და სიყვარული გადმოგცე. ძალიან უყვარხარ და შენ მათთვის პირველი ხარ!" - წერს ხოფერია.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მწვანე სკოლაში ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნა. სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მაია ასათიანის ქალიშვილი. სამკითხველოს გახსნის ინიციატივა, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ: "ნუცას" - ეკა ხოფერიას ემოციური წერილი მაია ასათიანის გარდაცვლილ შვილზე

"ჩემს შვილს ქირურგი ტამპონს უღებს ჭრილობიდან და თან ონლაინ-ლექციას ესწრება" - რას წერს რუსუდან გოცირიძე, რომელიც თვითიზოლაციას ქირურგიულში გადის

გუდაურში თვითიზოლაციაში არიან რესტორნის თანამშრომლები, სადაც სავარაუდოდ, კორონავირუსით დაავადებული ჩეხი ტურისტები იმყოფებოდნენ

"ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ..." - ეკა ხოფერიას ქალიშვილი ორკვირიან თვითიზოლაციაშია