"მერიამ ნახევარი მილიონი გადაიხადა ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში" - რა ფოტოს ავრცელებს ალეკო ელისაშვილი

"მერიამ ნახევარი მილიონი გადაიხადა ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში" - რა ფოტოს ავრცელებს ალეკო ელისაშვილი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ილუსტრაციას აქვეყნებს, რომელზეც ასახულია, როგორ უნდა განვითარდეს ზღვისპირა ინფრასტრუქტურა. თუმცა, ფოტო მისი უცნაური მოხაზულობის გამო, ბევრს სხვა ასოციაციას გაუჩენს. ელისაშვილი წერს:

"ალბათ იფიქრებთ რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ - ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი, თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში.

ეგ ერთი საკითხია და მეორე ისაა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თითქმის მზადაა და ამ დროს საგანგებოდ მხოლოდ თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის შეკვეთა და დამუშავება არის ძალიან საეჭვო რამ" - წერს ელისაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. მისივე თქმით, ეს არის 2016 წლის სექტემბერში შემუშავებული დოკუმენტი.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა საკონსულტაციო კომპანია PwC-ს ეკუთვნის. კონცეფციის თანახმად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონები და კომერციული ობიექტები მოეწყობა.

პროექტის განხორციელების პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყება და 2028 წელს დასრულდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს