გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის პირველი ერთობლივი ფოტო ციხის დატოვების შემდეგ

გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის პირველი ერთობლივი ფოტო ციხის დატოვების შემდეგ

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.

"მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ ვთვლი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრია", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ რჩეულიშვილის მეუღლემ, ლელა კილაძემ სოციალურ ქსელში ქმრის გათავისუფლების შემდეგ გადაღებული პირველი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. გურამ რჩეულიშვილი კი ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილსა და ლელა კილაძეს 4 მარტს გოგონა შეეძინათ. გოგონას თრინითი-მართა დაარქვეს.

წაიკითხეთ ასევე: "მეოთხედ გავხდი დედა და ასეთი ყურადღება და მზრუნველობა არასდროს მინახავს" - ლელა კილაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს