15:20 / 19-04-2017
"ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.

ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანის გაბრაზება გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა,
თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.



როგორც ჩანს, კვიციანმა ოპონენტების მისამართით არა მხოლოდ პლასტმასის ჭიქა ისროლა. "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება ფოტო მინაწერით: "ემზარ კვიციანის "საჩუქარი". ფოტოზე ასახულია კალმის თავსახური, ემზარ კვიციანის ინიციალებით.

დეპუტატი ოთარ კობახიძე ამ ფაქტზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"კვიციანმა ქართული ოცნების დავალებით დადგა შოუ სხდომის დასახურად და გვესროლა კალმის თავსახური. როგორც ჩანს, რაღაცას წერს-ხოლმე კიდეც. ან, როგორც მინიმუმ, უჯრებს აფერადებს. თან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე ყვიროდა, მოსკოვიდან დაბრუნებული დეპუტატი".

ასევე ნახეთ: პარლამენტში ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა
10:22 / 22-04-2017
555
0
ესეც ჩვენი არჩეული ხალხის კულტურა და განათლება, ყოჩაღ ჩვენ ქართველებს.... ასეთი ხალხის არჩევისთვის
06:52 / 21-04-2017
zuba
0
კვიციანი და სახელობითი კალამი,სასაცილოა
მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადებას მე სერიოზულად არ აღვიქვამ, მაგრამ უბედურება ის არის, როდესაც დეპუტატი ასეთ პოსტს წერს"
"ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი 2-ის თვალყურისთვის"
+VIDEO "ალასანიამ რომ კოდორი ჩაიბარა, ორი წელი ფეხი არ შემიდგია იქ"
"მე და ემზარი ნამდვილად დავშორდით, განქორწინების მოწმობა 20 მაისს მივიღეთ ორივემ"
ემზარ კვიციანს ლექსო ალუდაური, იგივე ლექსო შეყილაძე ემუქრება
აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანის ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტის მისი დაცვის ქვეშ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49