"ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა

"ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.

ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანის გაბრაზება გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.

როგორც ჩანს, კვიციანმა ოპონენტების მისამართით არა მხოლოდ პლასტმასის ჭიქა ისროლა. "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება ფოტო მინაწერით: "ემზარ კვიციანის "საჩუქარი". ფოტოზე ასახულია კალმის თავსახური, ემზარ კვიციანის ინიციალებით.

დეპუტატი ოთარ კობახიძე ამ ფაქტზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"კვიციანმა ქართული ოცნების დავალებით დადგა შოუ სხდომის დასახურად და გვესროლა კალმის თავსახური. როგორც ჩანს, რაღაცას წერს-ხოლმე კიდეც. ან, როგორც მინიმუმ, უჯრებს აფერადებს. თან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე ყვიროდა, მოსკოვიდან დაბრუნებული დეპუტატი".

ასევე ნახეთ: პარლამენტში ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს