10:37 / 21-04-2017
ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა
ფეხბურთის გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს ექნებათ სასაუბროდ "ბარსელონა"-"იუვენტუსის" 19 აპრილის შერკინება "კამპ ნოუზე". ქართველი ფეისბუქმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში "ბარსელონას" მარცხს, მაგრამ მატჩის შემდეგ განხილვის კიდევ ერთ თემად ერთი უწყინარი ფოტო გახდა.

ფოტოზე "იუვენტუსის" ფეხბურთელები არიან ასახულნი, რომლებიც ტრიუმფს ზეიმობენ. ქართველმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა მათი გამარჯვებული სახეების მიღმა სუფრაზე ერთი საინტერესო დეტალი დააფიქსირეს: მინერალური წყალი "ბორჯომი".

"ბარსელონა-იუვენტუსის მატჩის შემდგომი ბანკეტი. მაგიდაზე მინერალური წყალი "ბორჯომი". არის ბარსა-იუვეში რაღაც ქართული" - წერს ტელეწამყვანი ლევან ჯავახიშვილი და ფოტოს უზიარებს მეგობრებს.



თავიდან ფოტოს ინტერნეტმომხმარებლებში აღფრთოვანება მოჰყვა. გავრცელდა "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე და უამრავი სიამაყით აღვსილი კომენტარი დაიწერა, რომ "იუვეს" ფეხბურთელები ქართულ მინერალურ წყალს სვამენ.

თუმცა, როგორც ირკვევა ფოტო "ფეიკი" აღმოჩნდა და უბრალოდ, კარგი მონტაჟის შედეგია.

აქვე გთავაზობთ ორიგინალ ფოტოს, რომელზეც ქართული მინერალური წყლის ბოთლის ნაცვლად, ჩვეულებრივი წყლის მინის ბოთლი დგას.



სხვათა შორის, სოციალური ქსელი ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება, ამიტომაც "ფეისბუქმა" ახალი კამპანია წამოიწყო მათ გამოსავლენად. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება. მომხმარებლების "კედლებზე" გამოჩნდება ბმული "როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი". ბმულზე დაჭერის შემთხვევაში,
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადავლენ "ფეისბუქის" ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევის სახით მათ დაეხმარებიან გამოარჩიონ და დაბლოკონ ცრუ ინფორმაცია.

კამპანია სულ 14 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, ფილიპინებს, ინდონეზიას, ტაივანს, მიანმარს, ბრაზილიას, მექსიკას, კოლუმბიას, არგენტინას, აშშ-სა და კანადას.

მიუხედავად ცვლილებისა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ მის სარგებლიანობაში. მათი აზრით, სიტუაცია მანამ იქნება გამოუსწორებელი, სანამ "ფეისბუქი" გააგრძელებს მსგავსი სახის ნიუსების შემქმნელთა დიდი ტრაფიკითა და ადვილი წვდომით "დაჯილდოვებას".
17:25 / 30-04-2017
ბორჯომი და ტარხუნის ლიმონათი იდო ბარსაას სუფრაზე !
gia
22:47 / 28-04-2017
ეს, იმას ჰგავს, უცხოელი რომ ჩამდის და "გამარჟობაო"გვეუბნევა, ჩვენ კი სიმოვნებისგან ვკანკალებთ, აი როგორ გვაფასებენო. ეჰ როდის ვისწავლით, ნამვილისა და ფსევდოს გარჩევას.
ედიკა
მსგავსი სიახლეები
+PHOTO ძველი ქარხანა ბარსელონაში მდებარეობს
+PHOTO: უცხოური პრესა მათ საიდუმლო რომანზე აქტიურად წერს.
”თითქოს ჩვენ ვიყავით მასპინძლები”
+10 PHOTO| სუპერთასის მატჩის ნახვის მსურველებმა, რომლებმაც "დინამო არენაზე" შესვლა ვერ შეძლეს
ლიონელ მესიმ თბილისში, "დინამო არენაზე" დღეს დუბლი შეასრულა
ევროპის სუპერთასის შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით 4:4 დამთავრდა
+VIDEO| ევროპის სუპერთასის მატჩის საზეიმო ღონისძიებას "დინამო არენაზე"
"დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა"
VIDEO+PHOTO| განახლებული| უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაში ანგარიში გათანაბრდა. თბილისში
დღევანდელი სუპერთასის გათამაშების დევიზია - "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49