ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა

ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა

ფეხბურთის გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს ექნებათ სასაუბროდ "ბარსელონა"-"იუვენტუსის" 19 აპრილის შერკინება "კამპ ნოუზე". ქართველი ფეისბუქმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში "ბარსელონას" მარცხს, მაგრამ მატჩის შემდეგ განხილვის კიდევ ერთ თემად ერთი უწყინარი ფოტო გახდა.

ფოტოზე "იუვენტუსის" ფეხბურთელები არიან ასახულნი, რომლებიც ტრიუმფს ზეიმობენ. ქართველმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა მათი გამარჯვებული სახეების მიღმა სუფრაზე ერთი საინტერესო დეტალი დააფიქსირეს: მინერალური წყალი "ბორჯომი".

"ბარსელონა-იუვენტუსის მატჩის შემდგომი ბანკეტი. მაგიდაზე მინერალური წყალი "ბორჯომი". არის ბარსა-იუვეში რაღაც ქართული" - წერს ტელეწამყვანი ლევან ჯავახიშვილი და ფოტოს უზიარებს მეგობრებს.

თავიდან ფოტოს ინტერნეტმომხმარებლებში აღფრთოვანება მოჰყვა. გავრცელდა "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე და უამრავი სიამაყით აღვსილი კომენტარი დაიწერა, რომ "იუვეს" ფეხბურთელები ქართულ მინერალურ წყალს სვამენ.

თუმცა, როგორც ირკვევა ფოტო "ფეიკი" აღმოჩნდა და უბრალოდ, კარგი მონტაჟის შედეგია.

აქვე გთავაზობთ ორიგინალ ფოტოს, რომელზეც ქართული მინერალური წყლის ბოთლის ნაცვლად, ჩვეულებრივი წყლის მინის ბოთლი დგას.

სხვათა შორის, სოციალური ქსელი ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება, ამიტომაც "ფეისბუქმა" ახალი კამპანია წამოიწყო მათ გამოსავლენად. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება. მომხმარებლების "კედლებზე" გამოჩნდება ბმული "როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი". ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, გადავლენ "ფეისბუქის" ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევის სახით მათ დაეხმარებიან გამოარჩიონ და დაბლოკონ ცრუ ინფორმაცია.

კამპანია სულ 14 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, ფილიპინებს, ინდონეზიას, ტაივანს, მიანმარს, ბრაზილიას, მექსიკას, კოლუმბიას, არგენტინას, აშშ-სა და კანადას.

მიუხედავად ცვლილებისა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ მის სარგებლიანობაში. მათი აზრით, სიტუაცია მანამ იქნება გამოუსწორებელი, სანამ "ფეისბუქი" გააგრძელებს მსგავსი სახის ნიუსების შემქმნელთა დიდი ტრაფიკითა და ადვილი წვდომით "დაჯილდოვებას".

"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?

"მეხის გავარდნასავით იყო, ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს