11:53 / 21-04-2017
დღის ფოტო საბურთალოდან - "პატრულის მანქანამ გადმოანგრია მოაჯირი და ჩამოვარდა ეზოში"
ფანასკერტელის ქუჩაზე გამთენიისას ინციდენტი მოხდა. მეექვსე კორპუსთან პოლიციის მანქანა გზიდან გადავარდა და ეზოში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა დაიმტვრა ეზოში დაპარკინგებული რამდენიმე მანქანა.

"ინციდენტი ჩვენი ფანჯრების ქვეშ. დილის 6 საათზე პატრულის მანქანამ გადმოანგრია მოაჯირი და ჩამოვარდა ეზოში. როგორც ჩანს, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. დაიმტვრა კიდევ სამი მანქანა", - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი, რომელიც ინციდენტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

კიდევ ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის თეა ახობაძის ინფორმაციით კი, აღნიშნულ ადგილას მსგავსი ავარია ხშირად ხდება. "რა გავაკეთო, მითხარით, რომ ჩვენს ძვირფას მერიას გავაგებინო ააშენონ კედელი, ეს
არის ეზო სადაც ხალხი დადის და ბავშვები თამაშობენ. ყოველ თვე მანქანა ვარდება. მერიას მივმართე და მერე რა..." - წერს ახობაძე და ფოტოს ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, აღნიშნული ავტომობილი საპატრულო პოლიციის კუთვნილება არ არის და ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მანქანაა.

უწყების ინფორმაციით, ავარიის დროს არავინ დაშავებული, არც მანქანის მძღოლი, ამიტომ საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსით დაიწყო.



00:58 / 24-04-2017
mn
0
ღამეები გადაბმულად რო არ ძინავთ პოლიციის თანამშრომლებს უკეთესს რას ელოდებით შსს-ვ?!
18:58 / 23-04-2017
Maia
0
მეგობრებო, რაც მთავარია პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა. არ ვიცი განაპირობა ეს სტატისტიკამ თუ იმ ფაქტმა, რომ საპატრულოს თანამშრომლებს შეემთხვათ უბედური შემთხვევა, ბეტონის ჯებირი გაუკეთეს მთლიან კორპუსს. იმედი მაქვს ეტაპობრივად მაინც შეიცვლება დადებითისკენ, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ჩვენი შეგნება. ყველად მშვიდობას გისურვებთ Pს კორპუსის მაცხოვრებელი
მსგავსი სიახლეები
მძღოლების მიერ ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბების, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის,
"კლუბში ვიყავით მეგობრები, სადაც ცოტა დავლიეთ"
მცირეწლოვანი ბორჯომში ოჯახთან ერთად, დასასვენებლად არის ჩამოსული
უხვი ნალექის გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს წყალმოვარდნის საფრთხე
+VIDEO| რეპერები "ჩამშვებებზე", მოსაწევზე, პატრულზე და ა.შ მღერიან
შეუძლებელია ფოტოზე პატრულის ემოცია ვერ დაინახოთ
"ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის"
+VIDEO "იპოვეთ ეს პოლიციელი და დანიშნეთ პრემიერ-მინისტრად! ან სადმე მაღალ თანამდებობაზე..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:05 / 17-10-2017  Image მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა
მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა
15:06 / 17-10-2017  Image "რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო
"რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო"
15:05 / 17-10-2017  Image ზემო ლარსზე დააკავეს ქალი, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქმრებს სირიაში გზავნიდა - ФСБ
"პროფესიონალმა ქვრივმა" გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია"
11:50 / 17-10-2017  Image სილქნეტის სპეციალური შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის!
ახალი მომხმარებლები ორი თვის განმავლობაში უფასო სერვისებით ისარგებლებენ
16:47 / 17-10-2017  Image "სპარში" შეძენილ შოკოლადში მატლები აღმოჩნდა - Momxmarebeli.ge
საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე
პოპულარული კომენტარები
მე მაინტერესებს, რატომ იყო ქ-ნი ლიკა მარტო? რატომ დატოვა თუ მიატოვა ერთადერთმა შვილმა დედა, რომელმაც ზღვა სიყვარული დაიმსახურა ხალხში.. დედა, რომელიც იყო დეპრესიისკენ მიდრეკილი, რომელსაც სჭირდებოდა ყველაზე მეტად ის, რომ თავისი შვილი და შვილიშვილი ყოფილიყო მის გვერდით.. არ დამიწყოთ არავინ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ა.შ. ყველა შვილი ვალდებულია, რომ განსაკუთრებით სიბერეში იყოს თავისი მშობლის გვერდით, მოუაროს და იზრუნოს მათზე.. სკაიპით მზრუნველობა არ მესმის მე.. პირველ რიგში შვილია დამნაშავე, რომ ეს ღვთაებრივი სილამაზე იმქვეყნად წავიდა.. შვილმა ვერ დააფასა და სხვას რა უნდა მოვსთხოვოთ..
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49