დღის ფოტო საბურთალოდან - "პატრულის მანქანამ გადმოანგრია მოაჯირი და ჩამოვარდა ეზოში"

დღის ფოტო საბურთალოდან - "პატრულის მანქანამ გადმოანგრია მოაჯირი და ჩამოვარდა ეზოში"

ფანასკერტელის ქუჩაზე გამთენიისას ინციდენტი მოხდა. მეექვსე კორპუსთან პოლიციის მანქანა გზიდან გადავარდა და ეზოში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა დაიმტვრა ეზოში დაპარკინგებული რამდენიმე მანქანა.

"ინციდენტი ჩვენი ფანჯრების ქვეშ. დილის 6 საათზე პატრულის მანქანამ გადმოანგრია მოაჯირი და ჩამოვარდა ეზოში. როგორც ჩანს, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. დაიმტვრა კიდევ სამი მანქანა", - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი, რომელიც ინციდენტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

კიდევ ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის თეა ახობაძის ინფორმაციით კი, აღნიშნულ ადგილას მსგავსი ავარია ხშირად ხდება. "რა გავაკეთო, მითხარით, რომ ჩვენს ძვირფას მერიას გავაგებინო ააშენონ კედელი, ეს არის ეზო სადაც ხალხი დადის და ბავშვები თამაშობენ. ყოველ თვე მანქანა ვარდება. მერიას მივმართე და მერე რა..." - წერს ახობაძე და ფოტოს ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, აღნიშნული ავტომობილი საპატრულო პოლიციის კუთვნილება არ არის და ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მანქანაა.

უწყების ინფორმაციით, ავარიის დროს არავინ დაშავებული, არც მანქანის მძღოლი, ამიტომ საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსით დაიწყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს