ექიმების სელფი საოპერაციოდან, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა

ექიმების სელფი საოპერაციოდან, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა

ჟურნალისტი გიორგი გიგაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ ფოტოსა და მიმართვის ტექტს აქვეყნებს. ფოტოზე აღბეჭდილია საოპერაციო ოთახი, მაგიდაზე მწოლიარე პაციენტი და ექიმები, რომლებიც ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტის ფონზე სელფს იღებენ. გიგაური ირწმუნება, რომ ფოტო საქართველოშია გადაღებული და მან იცის ექიმების ვინაობა. ჟურნალისტი პოსტში ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას თხოვს:

"ჯანდაცვის მინისტრ, ბ-ნ დავით სერგეენკოს!

ეს - სამარცხვინოა! ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!..

* * *

ამ ფოტოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოცქსელში, ქართველი ექიმი, ქალბატონი, კოლეგებთან ერთად, საკუთარ დაბადების დღეს ერთობ "ორიგინალურად" აღნიშნავს... "სადღესასწაულო სელფსაც" შესაბამისად "ამაღლებული" ტექსტი ადევს: "ასე გავატარე ჩემი დაბადების დღეეე!.."

არადა, ეს ყველაფერი საოპერაციოში, პირდაპირ ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება - ფოტოზე ნათლად ჩანს, ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტი! კიდევ მადლობა, რომ ღია ჭრილობაში ხელჩაყოფილებმა არ გადაიღეს "სადღესასწაულო ფოტო"...

დაბადების დღის სამუშაოზე აღნიშვნა ალბათ, საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი პაციენტის გარეშეც შეიძლებიოდა, მაგრამ ამას ცოტაოდენი საექიმო ეთიკა მაინც ხომ სჭირდება?! ასეთი სელფების გამო, უცხოეთში ექიმებს ავტომატურად, სამსახურს ატოვებინებენ! ეს დაახლოებით იმ ფოტოების სერიიდანაა, მონადირეები რომ იღებენ ნანადირევთან!

სხვისი არ ვიცი და, მე, არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის, ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ექიმებთან მოხვედრას!

ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!.. იმედია, ეს "ექიმები" სათანადოდ დაისჯებიან, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ასე არადამიანურად დასცინონ უგონოდ მყოფ პაციენტებს!

P.S. თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდება, მე შემიძლია ვუთხრა "ექიმის" ვინაობა!" - წერს გიორგი გიგაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

AMBEBI.GE ცდილობს გაარკვიოს, ნამდვილად საქართველოშია თუ არა გადაღებული აღნიშნული, რომელ კლინიკაში და რა რეაგირება მოყვება აღნიშნულ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროსგან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს