მსახიობი თინა მახარაძე პრესტიჟულ ამერიკულ კინოსკოლაში მიიღეს

მსახიობი თინა მახარაძე პრესტიჟულ ამერიკულ კინოსკოლაში მიიღეს

თინა მახარაძე პრესტიჟულ ამერიკულ კინოსკოლაში ჩაირიცხა. ამის შესახებ მსახიობმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. Feirstein Graduate School of Cinema, სადაც მახარაძე 3-წლიან მაგისტრატურას გაივლის, ნიუ იორკში მდებარეობს და როგორც მსახიობი წერს, სასწავლებლის მრჩეველთა საბჭოში ისეთი ცნობილი რეჟისორები არიან, როგორებიცაა დარენ არონოფსკი და სტივენ სოდერბერგი.

"კინორეჟისურის სამწლიანი მაგისტრატურა. მიმიღეს.

"Jonathan Wacks serves as academic director. Feirstein's advisory board includes Darren Aronofsky, Celia Costas, Ethan Hawke, Steven Soderbergh, and Fisher Stevens".

თავდადებული მადლობა და სიყვარული ჩემს რეკომენდატორებს, განსაკუთრებით ნიკა რურუას, რა თქმა უნდა, კახა მშვიდობაძეს, თამარ მირიანაშვილს და ჩემი ფილმის გადამღები ჯგუფის ყველა წევრს ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს" - წერს თინა მახარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

რაც შეეხება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც არასწორად გავრცელდა, მსახიობი წერს, რომ ის სეზონის ბოლომდე რჩება სერიალში, სამაგისტრო კურსი კი სექტემბერში იწყება. შესაბამისად, თინა მახარაძე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" ამ ეტაპზე არ ტოვებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს