"როგორ ვარ? ა, ასე, სტამბოლის კაჟივით..." - გია მაისაშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე წერს

"როგორ ვარ? ა, ასე, სტამბოლის კაჟივით..." - გია მაისაშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე წერს

გია მაისაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქში" მორიგ სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს ვამთავრებ, შიმშილობის ბოლო, მეათე დღეა. ათი დღეა წყლის მეტი პირში არაფერი ჩამიშვია. ერთი წლის წინ ჩატარებულ 40 დღიან შიმშილობასთან შედარებით, ეს დილის გასეირნებას ჰგავდა.

როგორ ვარ? ა, ასე, სტამბოლის კაჟივით. რაც 14 წლისამ ტანვარჯიშს თავი დავანებე შპაკატში არ ჩავმჯდარვარ და ახლა ისევ ვჯდები, ან ეს ჩემი ცოდვით სავსე ექიმები ცდებიან დიაგნოზში, ან მე არ ვარ მთლად ნორმალური. რის მეოთხე სტადია რა მეოთხე სტადია - "რი გადავარდა, რა გადმოვარდაო" მეც ეგრე ვაარ. ერთი ვიცი - ნებით მე არ ვნებდები და ძალით არც ისეთი ადვილი გასაყვანი ვარ. მადლიერი ვარ ყოველი წუთისთვის, სიცოცხლე მშვენიერია!!!, რა ლამაზი დღეააა!

გაიხარეეეთ!", - წერს გია მაისაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს