რა გადაცემა ჩაანაცვლებს "იმედზე" დახურულ შოუებს - ნანიკო ხაზარაძე ახალი სტუდიიდან ფოტოებს ავრცელებს

რა გადაცემა ჩაანაცვლებს "იმედზე" დახურულ შოუებს - ნანიკო ხაზარაძე ახალი სტუდიიდან ფოტოებს ავრცელებს

25 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ორი გადაცემა დაიხურა. "იმედის დილის" და "დღის შოუს" წამყვანები მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დახურულ გადაცემებს ახალი ფორმატის დილის გადაცემა ჩაანაცვლებს, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის შოუ იქნება. გადაცემაში ახალ წამყვანებთან ერთად "იმედის დილის" და "დღის შოუს" წამყვანებსაც ვიხილავთ, მათ შორის: ნანიკო ხაზარაძეს, ოთარ ტატიშვილს, ეკო ფანგანს, ეკა ამირეჯიბს...

დღეს ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოები გაავრცელა წარწერით: coming soon... (მალე). ფოტოებზე ხაზარაძე კოლეგებთან - თორნიკე კვერენჩხილაძესა და ნიკა წულუკიძესთან ერთადაა ასახული. განახლებულ სტუდიაში მაგიდასთან სამი წამყვანი ზის, უკანა ფონზე კი იკითხება წარწერა "იმედის დღე", რაც სავარაუდოდ, ახალი გადაცემის სახელი იქნება.

წაიკითხეთ: ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს