მაია ასათიანი ტელეეკრანს უბრუნდება

მაია ასათიანი ტელეეკრანს უბრუნდება

თოქ-შოუ "პროფილი", რომლის წამყვანი მაია ასათიანია, ეთერში ბრუნდება. ცოტა ხნის წინ გადაცემის "ფეისბუქის" გვერდზე ტელეწამყვანის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც გადაცემის ჩაწერის დროს არის გადაღებული. "პროფილი ბრუნდება"- წერია ფოტოს კომენტირებისას. როგორც Ambebi.ge-ს გადაცემის პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ განუცხადა, "პროფილი" ეთერში 4 მაისს გავა.

"პროფილი" 22:00 საათზე დაიწყება, პრომო ხვალ გავრცელდება. პირველი გადაცემის თემას ვერ გეტყვით, მაგრამ ამიერიდან გადაცემა იქნება სოციალურ თემატიკის..." - ამბობს ხაჩიძე.

მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ნახეთ: ნუცა მახვილაძის სამკითხველო და დაღუპული გოგონას მშობლების ემოციური ფოტო...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს