რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს და ქანდაში წირვაზე დასწრებას ეხმაურება.

როგორც არქიმანდრიტი სერაფიმე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ეკლესიის კარი ყველა ადამიანისთვის ღიაა, პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი.

"ხალხნო, მაინტერესებს, ჩვენთან ლუჟკოვის წირვაზე დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა, თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი აქედან-თქო? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ, თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ", - წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემაც გაავრცელა.

იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს არის ოკუპირებულ სოხუმში ნამყოფი და მას დარღვეული აქვს "ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი".

იხილეთ ვიდეო: მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ქანდაში მამა სერაფიმეს გალობას დაესწრო

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა

"საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები... გავიკეთე ოპერაცია" - რას წერს ნინო ლომჯარია

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა