დღის ფოტო: საფერფლედ ქცეული ქოთანი განახლებულ აღმაშენებელზე

დღის ფოტო: საფერფლედ ქცეული ქოთანი განახლებულ აღმაშენებელზე

ფერადი შენობები, ყვავილებიანი აივნები, განათებული ქუჩა - განახლებულ აღმაშენებელზე საღამოს გასეირნება ერთი სიამოვნებაა, თუმცა, გზად შეიძლება არც ისე სასიამოვნო სანახაობასაც წააწყდეთ. მაგალითად, საფერფლედ ქცეულ ქოთანს, რომელშიც წიწვოვანი მცენარეა დარგული!

ეს ფოტოები განახლებულ აღმაშენებელზე ფოტოგრაფმა ნოდარ ცხვირაშვილმა გადაიღო. ფოტოებზე კარგად ჩანს, ზოგიერთი მოქალაქის არამოქალაქეობრივი სახე - როგორ ექცევა გარემოს, ქალაქს, მაშინ როცა სხვათა შორის, ეს ქცევა უკვე დასჯადია.

შეგახსენებთ, 17 აპრილიდან თბილისში "თბილსერვის ჯგუფის" ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდნენ, რომლებიც ნარჩენების დაყრისთვის აჯარიმებენ მოქალაქეებს. ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით, ორ კილოგრამზე ზევით კი 150 ლარით ჯარიმდებიან.

ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის კატეგორიაში შედის სიგარეტის ნამწვიც. შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება. ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის 200 ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი 500 ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული.

ერთ კუბზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი 1500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს