"ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!.." - თაკო გაჩეჩილაძის პირველი კომენტარი კონკურსზე მარცხის შემდეგ

"ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!.." - თაკო გაჩეჩილაძის პირველი კომენტარი კონკურსზე მარცხის შემდეგ

"ევროვიზიის" 2017 წლის კონკურსს ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა.

თაკო გაჩეჩილაძე "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ეხმაურება ამ შედეგს და წერს:

"ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება:))))) და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ! საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!:) ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა......!!! სამწუხაროდ... მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია იმით რომ მე ვარ ქართველი!!!! გკოცნით ყველას!" - წერს მომღერალი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ევროვიზიის ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა. 9 მაისს პირველი ნახევარფინალური ტური გადალახეს: მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, საბერძნეთმა, შვედეთმა, პორტუგალიამ, პოლონეთმა, სომხეთმა, ავსტრალიამ, კვიპროსმა და ბელგიამ.

წაიკითხეთ: თამარა გაჩეჩილაძის შთამბეჭდავი გამოსვლა "ევროვიზიაზე" და აღფთოვანებული მსმენელი

ვიდეო: გულგატეხილი ქართველი ვარსკვლავების გამოხმაურებები "ევროვიზიაზე" თამარა გაჩეჩილაძის დამარცხების შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს