"ბნელებისთვის, წავალ ახლა ვილოცებ და თქვენ მაპიარეთ!" - თაკო გაჩეჩილაძე კრიტიკოსებს პასუხობს

"ბნელებისთვის, წავალ ახლა ვილოცებ და თქვენ მაპიარეთ!" - თაკო გაჩეჩილაძე კრიტიკოსებს პასუხობს

თამარა გაჩეჩილაძის "ევროვიზიაზე" გამოსვლას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებლის ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას, ძალიან კარგად იმღერა, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა და ა.შ. ნაწილი კი ნეგატიურად განეწყო, "რა ეცვა, ფუ", "ამაზე ბევრად უკეთესი მომღერლები გვყავს ქართველებს, ეს რატო წაიყვანეს?", "არ მომწოონს!", - წერენ სოციალურ ქსელში, თაკო გაჩეჩილაძის პოსტების კომენტარებში.

დაცინვის საგანი გახდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ლოცულობს მომღერალი სცენაზე გასვლის წინ.

როგორც ჩანს, მომღერალი აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს კომენტარებს. მან გააზიარა "ევროვიზიის" ვიდეო, რომელზეც მღერის და დაწერა, რომ ვიდეოს მხოლოდ კეთილი ქართველებისთვის აზიარებს, ბნელებისთვის კი წავა და ილოცებს.

"ბიბისი ჩემზე! ამას ვპოსტავ იმ კეთილი და უმრავლესობა ქართველებისთვის და ჩემი ყველა გულშემატკივრისთვის, ვისგანაც უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვიღებ! დღეში ათასობით წერილს ვკითხულობ და მადლობა თქვენ ყველას! ხოლო დანარჩენი ბნელებისთვის, წავალ ეხლა ვილოცებ და თქვენ კი მაპიარეთ! მადლობა ბიბისის!", - წერს მომღერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს