შემაშფოთებელი შემთხვევა თბილისის ბაღში - 3 წლის გოგონა ბაღიდან ისე გაიპარა, რომ არავის შეუნიშნავს მისი არყოფნა

შემაშფოთებელი შემთხვევა თბილისის ბაღში - 3 წლის გოგონა ბაღიდან ისე გაიპარა, რომ არავის შეუნიშნავს მისი არყოფნა

ახალგაზრდა დედა თამარ სხვიტარიძე, ფეისბუქის პირად გვერდზე ორი დღის წინ მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა თამარ სხვიტარიძის 3 წლის გოგონა თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღიდან შუა ქალაქში ისე გამოიპარა, რომ მისი არყოფნა არავის შეუმჩნევია:

"დღეს საერთოდ არ მეგონა თუ შევძლებდი წერას... ემოციურად განადგურებული და დაღლილი ვარ. მხოლოდ სოციალური პასუხუსმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი მიბიძგებს დავწერო ყოველივე.

დაახლოებით 2 კვირის წინ მივიყვანე ჩემი 3 წლის ნინუნა კერძო "კარგ" ბაღში, სახლთან ძალიან ახლოს. შევთანხმდით, რომ ეს ერთი თვე ნახევარი დღით, სადილამდე ივლიდა, იმ გათვლით, რომ შეეჩვეოდა გარემოს, ბავშვებს და სექტემბრიდან სრული დატვირთვით მივიყვანდით. დღეს დილითაც მივიყვანეთ ჩვეული კუნტრუშით, პეპას ზურგჩანთა მოკიდებული ჩემი კნოპკა გოგო. ნინუნა ტიროდა თურმე (ისე როგორც ყველა ტირის თავიდან) დაახლოებით 2 სთ-ზე ბავშვმა ბაღი თვითნებურად დატოვა, გამოვიდა ყაზბეგის გამზირზე, გადაჭრა ქუჩა და "დანკინ დონატსთან" აღმოჩნდა.

ატირებული და დაბნეული ბავშვი ორმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეამჩნია, ხელი მოკიდა და ბაღში დააბრუნა. სახლში დარეკეს ბაღიდან, რომ ნინუცა ტიროდა და ჩემებიც 5 წუთში ადგილზე გაჩნდნენ. ამ საშინელ ამბავს ვერაფრით ვერ გავიგებდით, რომ არა ის 2 ქალბატონი, რომლებიც ბაღის კართან იდგნენ და ბავშვის პატრონს ელოდნენ. დაბნეულობისგან მათი ვინაობა და კოორდინატები ვერ იკითხეს ჩემებმა. ნინოს შუბლზე აქვს სილურჯე, რომელიც დილით არ ჰქონდა. არ ვიცი წაიქცა თუ დაეჯახა რამეს.

მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის, ყველა მძღოლს, რომლებმაც დარწმუნებული ვარ საოცარი მანევრები აკეთეს საშინელების თავიდან ასაცილებლად. ნინოს სიმაღლიდან გამომდინარე ის მანქანიდან არც ჩანს კარგად, საუბარი მაქვს ყაზბეგის გაზირზე, დღის 2 სთ-ზე , როგორი მოძრაობაა ყველამ იცით. უღრმესი მადლბა იმ ორ ქალბატონს, რომლებმაც შვილის სიცოცხლე მაჩუქეს. რომ არა ისინი არ ვიცი დაბნეული ბავშვი თამარაშვილის თუ დელისის მიმართულებით გაიქცეოდა. მოგმართავთ ყველას, თუ ვინმემ დაინახეთ ან იცით რაიმე მომხდარის შესახებ მომწერეთ. ბაღი ციცინათელა, ალ.ყაზბეგის 47. არ ანდოთ თქვენი შვილები ამ "ყურადღებიან" აღმზრდელებს!!! შურისძიება არ მალაპარაკებს, თავს ვთვლი ვალდებულად თქვენი და თქვენი შვილების წინაშე!" - წერს პოსტში თამარ სხვიტარიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს