"თვალები ეცრემლებოდა...გვითხრა, 27 დღეა ქუჩაში ვარ, ტანსაცმელს უკვე სუნი ასდისო" - თბილისში სამუშაოდ ჩამოსული აფხაზი კაცის ემოციური ამბავი

"თვალები ეცრემლებოდა...გვითხრა, 27 დღეა ქუჩაში ვარ, ტანსაცმელს უკვე სუნი ასდისო" - თბილისში სამუშაოდ ჩამოსული აფხაზი კაცის ემოციური ამბავი

ინტერნეტმომხმარებელი მარიკა ომანიძე "ფეისბუქზე" სამეგრელოდან თბილისში ჩამოსული აფხაზი კაცის შესახებ წერს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, 36 წლის მამაკაცი თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა. თუმცა დამქირავებელმა გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ ხელფასის ნაწილი არ გადაუხადა და სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც ომანიძე წერს, მამაკაცი ამჟამად ქუჩაში ცხოვრობს და მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება:

"ჩვეულებრივი შაბათის საღამო იყო. მე და სოფომ გასეირნება გადავწყვიტეთ, რამდენიმე ადგილას ვიყავით, ბოლოს ბარ ვარშავაში წავედით, სადაც ხშირად დავდივართ ხოლმე.

აქ მოვიდა ერთი კაცი, რომელის სრულიად კანკალებდა და გარეთ მდგომ ბიჭებს სიგარეტი თხოვა. არ იქცეოდა ჩვეულებრივ და შესაბამისად მიიქცია ჩვენი ყურადღება.

მოკლედ აღმოჩნდა, რომ ეს კაცი არის 36 წლის პავლე(გვარს სპეციალურად არ ვასახელებ), საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით აფხაზეთიდან. თბილისში ჩამოვიდა სამეგრელოდან, როგორც თვითონ ამბობს მუშაობდა "რაღაც კომპანიაში", დაქირავებულ მუშად, წყლის მილების გაყვანაზე ისნის და გლდანის ტერიტორიაზე, იქვე ვაგონში ცხოვრობდა, თუმცა არ გადაუხადეს ხელფასის ნაწილი და გამოუშვეს.

უკვე 27 დღეა ცხოვრობს ქუჩაში, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ. თქვა რომ ნაჭამი არ ჰქონდა 4 დღის განმავლობაში. მადლობა ვარშავა ბარი-ს თანამშრომლებს რომლებმაც აჭამეს და ცხელი ყავა დაალევინეს. ველაპარაკეთ, დახმარება შევთავაზეთ და ერთადერთი რაც გვთხოვა იყო ფეხსაცმელი. შემდეგ ძალიან ჩუმად გვითხრა "27 დღეა ქუჩაში ვარ, ტანსაცმელს უკვე სუნი ასდისო".

თვალები ეცრემლებოდა, ბოდიშებს იხდიდა და გვთხოვდა არ დაერტყათ ბიჭებს.

არის ძალიან ზრდილობიანი და სასოწარკვეთილი. ძალიან ცხვენია თავის მდგომარების, თუმცა როგორც ამბობს ვერ დაბრუნდება მოხუც დედასთან, რადგან მეორე ინფარქტს მიიღებს, როცა თბილისში სამუშაოდ წამოსულ შვილს ასეთ მდგომარეობაში რომ ნახავს.

ერთიშეხედვითაც ჩანს, რომ სრულ გაუგებრობაშია, აცვია ნორმალური ტანსაცმელი და მზად არის ნებისმიერი ფიზიკური სამუშაო შეასრულოს, მთავარია სადმე ღამის გასათენებელი და საჭმელი ჰქონდეს.

ძალიან ანერვიულებული და გაურკვეველი ვარ. არ ვიცი ვის მივმართო. დავპირდი რომ ხვალ , 3 საათზე უნდა მივიდე ვარშავასთან. მერე ჩუმად და გაბზარული ხმით მითხრა, გთხოვ თუ არ მოხვალ ტყუილად იმედი არ მომცე. მე მთელი ღამე არ დავიძინებ და დაგელოდებიო.

არ ვიცი ვის შეიძლება მივმართო, ვინ შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, რომელიც სრულ გაურკვევლობაშია და დაუხმარებლად აშკარად განწირულია...

პირველ რიგში იძებნება 41 ზომა ფეხსაცმელი, კომენტარებში დათაგული ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან და იდეები, რითაც შევძლებთ ერთი ადამიანი, ცხოვრებას დავუბრუნოთ...

ძალიან, ძალიან გთხოვთ ვუშველოთ რა ადამიანს, რომელიც მინიმალურს ითხოვს ჩვენგან...

პ.ს. ამ დროს ქვეყანაში:

#აეროსმიტიკარგია #ელჯიბიტებიცუდია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს