ძლიერი წვიმის შედეგად საბურთალოს სასაფლაოზე საფლავები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად საბურთალოს სასაფლაოზე საფლავები დაიტბორა

ბოლო დღეებია ძლიერი წვიმის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შეიქმნა.

გასულ უქმეებზე თბილისში თითქმის გადაუღებლად წვიმდა, რამაც ქალაქში სანიაღვრე ქსელებში წყლის გატარება შეაფერხა. კიდევ ერთი პრობლემის შესახებ, რომელიც გადაუღებელმა წვიმამ თბილისში შექმნა, "ფეისბუქზე" ნატო უდესიანი წერს და შემთხვევის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.

უდესიანის თქმით, გადაუღებელმა წვიმამ საბურთალოს ახალ სასაფლაოზე საფლავები დატბორა და "ლამის წალეკა". ამას უდესიანი გვერდით გაშენებული სასაფლაოდან მიწის ჩამოშლას უკავშირებს:

"საქმე იმაშია, რომ 15 წელიწადია, მსგავსი რამ არ მომხდარა და პრობლემამ მხოლოდ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კერძო სასაფლაო გაშენდა, სადაც მიწა გამყოფი ღობის სიმაღლეზე დაუყრიათ და ძლიერმა წვიმამ ეს მიწა არსებულ სასაფლაოზე ჩამოშალა.

საშინელი სანახავია დატბორილი საფლავები. როგორც კერძო სასაფლაოს დირექტორი ჭირისუფლებს გვიცხადებს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტერიტორია გაიწმინდოს და მოწესრიგდეს, თუმცა პრობლემა უფრო გლობალურია, ვინაიდან ძლიერი წვიმის დროს ხელახლა წამოვა ნიაღვარი და ისევ ჩამოიშლება მიწა.

ეს იმიტომ ხდება, რომ მშენებლობა, მათ შორის ახალი სასაფლაოებისაც ისე დამახინჯებით მიმდინარეობს, მერე თავსატეხს უჩენს მკვდარსაც და ცოცხალსაც. სად და ვისგან იღებენ ასეთი მშებებლობები ნებართვებს, რატომ ითანხმებენ პროექტებს, რომლებიც არ ითვალისწინებს აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ კანონებსა და წესებს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის მიერ დადგენილ კანონს სასაფლაოთა მოწყობის წესის შესახებ, მხოლოდ მაშინ ვკითხულობთ, როცა საქმე გაფუჭებულია...

მიცვალებულები დუმან, ცოცხლები კი რიტორიკულ კითხვებს ვსვამთ და მგონი იმ წყალს ვნაყავთ, ზეცა რომ უშურველად იმეტებს ჩვენთვის. ეს დაზიანებული საფლავების მცირედი ნაწილია. ზარალი გაცილებით ბევრს მიადგა" - წერს უდესიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს