რას უწერს "ფეისბუქში" გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურის შემდეგ

რას უწერს "ფეისბუქში" გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურის შემდეგ

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე კოლეგასა და მეგობარს გიორგი ბახუტაშვილს, რომელიც ამჟამად მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს, შოუს ბოლო ტურში წარმატებულ გამოსვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ულოცავს. ვარდოსანიძე ულოცავს ასევე ყოფილ მეუღლეს, სალომე ჭაჭუას, რომელიც შოუს ბოლო ტურის წესების თანახმად, გიორგი ბახუტაშვილს პარტნიორობას უწევდა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურში მონაწილეებმა მეწყვილეები გაცვალეს.

"ზღვებიც და მთებიც უღირსად დუმდა,

როცა ბაშთურქა ცეკვავდა რუმბას

სადღაც ყინულზე მოცურდა ცხენი...

ეს ბოლო არ შეიმჩნიოთ... ბრავო ძმაკაცოოო, მეამაყები. ის გოგო არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ კარგად იცეკვა))) სუპერი იყო, ცუცა, ბრავო ორივეს", - წერს ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს