კოტე თოლორდავას დედა გარდაიცვალა

კოტე თოლორდავას დედა გარდაიცვალა

მსახიობ კოტე თოლორდავას დედა, ლენა ხოშტარია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი მსახიობის უახლოესი მეგობარი მერაბ ჭიქაშვილი ავრცელებს.

"უფალმა ნათელში გამყოფოს, ულამაზესო და კეთილო ადამიანო...

წარმომიდგენია როგორ ჩაეხუტებოდი იქ, იმ ზეციურ ქვეყანაში შენ მონატრებულ შვილს და მეუღლეს...

გარდაიცვალა კოტე თოლორდავას დედა, ლენა ხოშტარია", - წერს მერაბ ჭიქაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

კოტე თოლორდავას დედა მსახიობის გარდაცვალებიდან მალევე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, კუჭიდან სისხლდენითა და ფილტვების დაგუბებით მოხვდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ ლენა ხოშტარია ხშირად ავადმყოფობდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს