"უნდა ემსახურო, თავიც გაწირო..." - გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა ქალიშვილს

"უნდა ემსახურო, თავიც გაწირო..." - გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა ქალიშვილს

მარიამ როინიშვილი დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე დებიუტისთვის ემზადება. მომღერალი "სიყვარულის ნექტარში" მთავარ პარტიას ასრულებს. მარიამს მშობლები გია როინიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ამხნევებენ:

გია როინიშვილი:

"თენდება... დღეს პრემიერა გაქვს.. ვეცდები ამ საღამოს მაყურებლად გადავიქცე... თეატრი დღესასწაულია! პირველად შეაბიჯებ პროფესიულ სცენაზე! მინდა, რომ ეს "მოლიპული" სცენა მყარი საყრდენი იყოს შენთვის... გენიალურ ავტორს ასრულებ (დონიცეტი), რომელსაც თუ ზუსტად "ამოიკითხავ", საოცარ ძალას და ახალ ენერგიას მოგცემს, გზას დაგილოცავს მომავალი წარმატებისთვის! (ეს კლასიკოსების ბუნებაა, მათი ექსკლუზივი). კარგად მახსოვს, როგორ აიდგი ფეხი... თითქოს რაღაცა მეორდება და სულ მინდა გითხრა: ფრხილად, თამამად, არ შეგეშინდეს.... მაგრამ ამჯერად შენი მატარებელი ხელოვნებაა, მაღალი ხელოვნება, რომელსაც უნდა დაუჯერო, ემსახურო, თავიც გაწირო... ის არასოდეს გიღალატებს! არასოდეს.... ბევრი აღმოჩენა გქონოდეს ამ გზაზე! ვიცი როგორ მოხვედი სცენის ზღურბლამდე, ვიცი შენი შრომისმოყვარეობა, გაუტეხელობა, შეუპოვრობა. ვიცი, ბევრი რამ ვიცი..... სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის, და არც არავის გამოსვლია... სილაღე და კარგით გაკვირვება არ მოგშლოდეს - ეს არის გზაც და ხსნაც!... წარმატებას გისურვებთ მთელ შემოქმედებით გუნდს, ყველა მონაწილეს! წინ-აღმოჩენებისკენ!".

თამრიკო ჭოხონელიძე:

"პირველად დგება დიდი საოპერო თეატრის სცენაზე! რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ უფრო მეტად საპასუხისმგებლო!... ეს მარიამმა კარგად იცის და ამიტომ ძალიან ღელავს... ბუნებრივიცაა.. ჩემის მხრივ ერთს ვიტყვი - მადლობელი ვარ, რომ მისი დებიუტი დიდ სცენაზე საკუთარ ქვეყანაში შედგება! წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს