ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
15:28 / 08-06-2017
რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე
ქართველი სპორტსმენი, WBO-ს ვერსიით მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე, შესაძლოა აშშ-ში დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, რომელთაც ურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

დაკავებულებს შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში გუშინ გაემგზავრა, მას 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. გამგზავრებამდე სპორტსმენმა ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართვა დაწერა და აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. აი, რას წერს სპორტსმენი პოსტში:

"ვტოვებ საქართველოს და მივდივარ, რათა ყველას გავაგებინო რომ ქართველი ვარ! მადლობა ჩემს მეგობრებს გვერდში დგომისთვის და მადლობა თქვენ, რომ ხართ! მეტი პოზიტივი, მეტი გამარჯვება, ერო!" - წერს ხურციძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

აღსანიშნავია რომ, სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მინისტრმა განაცხადა, "გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს პროცესში. როგორც კი იქნება დამატებითი დეტალები მოგვაწვდის გენერალური საკონსულო. საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ საქმეში და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გაცნობებთ", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

სპორტსმენის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს:

"არაფერი ვიცი, ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ, დილის 4 საათზე გაემგზავრა. 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. სხვა მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩაფრენისათანავე ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ კარგად იმგზავრა,"- განაცხადა სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე

ვლადიმერ ხურციძის მეგობრის იოსებ კობერიძის განმარტებით, ბიჭები შესაძლოა "გაუგებრობაში მოყვნენ":

"შესაძლოა უბრალოდ სახელი
და გვარი ემთხვეოდეს, ან რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა. რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიცა აქვს და ყველაფერი. ჩემი ვერსიაა, რომ თუ დაკავებულია, მაშინ რაღაც არასწორ ადგილზე მოხვდა მასაში, შესაძლოა ოპერაციის დროს", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

წაიკითხეთ: "რად უნდოდა "ბანდიტობა"? მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს..." - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის შესახებ
You must have Flash Player installed in order to see this player.
10:11 / 24-06-2017
burusa
0
სიფათზე აწერია რა ჩიტიც ბრძანდება!
18:38 / 13-06-2017
000000000
10
ინფორმატორობა, თვალთვალი და პოკერებიდან ფულის მოპარვა დანაშაული არ არის ამერიკელო მოსამართლევ!!!!!! ამ ტქვენგან ნასწავლმა ფარულმა ცანაწერებმა დაღუპა საქართველო!!!!! ერთ დღეს ამოწყდით!!!! სულ ეგ არის ტქვენი სამარტალი????? სიმართლე თქვიოთ, რომ მოიშორეთ სპორტსმენი ტავიდან, თქვე ლაჩრებო!!!!! ფული გადაგიხადესთ ხომ???? ღმერთმა გაგებინოსთ პასუხი!!!!! ყველაზე უვარგისი ქვეყანა ყოფილხართ!!!!!!! მეორე ხურციძე გამოჩნდება, არ მოკვდება ქართველი ისე, დაელოდეთ!!!!!! ფსიქოპატებო, თქვენ ხართ საზოგადოებისთვის საშიში, ავთო კი არა!!!!
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| "შეცდომას აქვს ადგილი. უკვე რამდენიმე დღეა ვტირი"
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ
ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მამა შვილის მიერ დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს
ხურციძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა
"რად უნდოდა "ბანდიტობა"? მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს..." - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის შესახებ
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
22:51 / 28-06-2017  Image "უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით"
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49