რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე

რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე

ქართველი სპორტსმენი, WBO-ს ვერსიით მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე, შესაძლოა აშშ-ში დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, რომელთაც ურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

დაკავებულებს შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში გუშინ გაემგზავრა, მას 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. გამგზავრებამდე სპორტსმენმა ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართვა დაწერა და აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. აი, რას წერს სპორტსმენი პოსტში:

"ვტოვებ საქართველოს და მივდივარ, რათა ყველას გავაგებინო რომ ქართველი ვარ! მადლობა ჩემს მეგობრებს გვერდში დგომისთვის და მადლობა თქვენ, რომ ხართ! მეტი პოზიტივი, მეტი გამარჯვება, ერო!" - წერს ხურციძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

აღსანიშნავია რომ, სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მინისტრმა განაცხადა, "გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს პროცესში. როგორც კი იქნება დამატებითი დეტალები მოგვაწვდის გენერალური საკონსულო. საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ საქმეში და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გაცნობებთ", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

სპორტსმენის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს:

"არაფერი ვიცი, ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ, დილის 4 საათზე გაემგზავრა. 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. სხვა მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩაფრენისათანავე ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ კარგად იმგზავრა,"- განაცხადა სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე

ვლადიმერ ხურციძის მეგობრის იოსებ კობერიძის განმარტებით, ბიჭები შესაძლოა "გაუგებრობაში მოყვნენ":

"შესაძლოა უბრალოდ სახელი და გვარი ემთხვეოდეს, ან რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა. რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიცა აქვს და ყველაფერი. ჩემი ვერსიაა, რომ თუ დაკავებულია, მაშინ რაღაც არასწორ ადგილზე მოხვდა მასაში, შესაძლოა ოპერაციის დროს", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

წაიკითხეთ: "რად უნდოდა "ბანდიტობა"? მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს..." - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს