რას წერს სალომე ზურაბიშვილი რეპერების დაკავებაზე

რას წერს სალომე ზურაბიშვილი რეპერების დაკავებაზე

ამ ახალ აგორებულ "სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვისა და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა, - აღნიშნული განცხადებით "ფეისბუქის" გვერდზე პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი რეპერების დაკავებას და მათ მხარდასაჭერად გამართულ აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატი წერს, რომ "აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია".

"რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და "აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს?! თუ გჯერათ, რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ... ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს?

ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... რომ პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა ... ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟური ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა... ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია, ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა, მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება ... ამ ახალ აგორებულ "სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა ....", - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს