"ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს" - რას პასუხობენ "ქართუს" პრესსამსახურში ექს-პრემიერის ინსულტზე გავრცელებულ ინფორმაციას

"ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს" - რას პასუხობენ "ქართუს" პრესსამსახურში ექს-პრემიერის ინსულტზე გავრცელებულ ინფორმაციას

"ქართუს" პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოციალურ ქსელში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს:

"ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ ნაციონალების ნდობა არ შეიძლება:

ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად "ნაციონალური მოძრაობაა", რასაც აშკარად ვეღარც მალავენ", - წერს უძილაური.

დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "ფეისბუქით" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა".

"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში", - წერდა გვარამია.

"ქართუს" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზემოთმოყვანილი პოსტი მას შემდეგ გამოაქვყნა, რაც გვარამიამ მის ხელთ არსებული ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფა ითხოვა.

"ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება კონფიდენციალურ წყაროს. ზუსტი ინფორმაცია რომ მქონდეს თავისი მტკიცებულებით, ასე დავწერდი.

ინფორმაცია დადასტურებული არ არის ივანიშვილის მხარის მიერ. თუმცა, აქამდე, არც ოფიციალურად უარყოფილი.

p.s. გიორგი უძილაურს, ჩემზე პოსტების ცხობას, ურჩევნია ოფიციალური უარყოფა გააკეთოს. თორემ, გვგონია, რომ მთავარ თემას ბანზე გვიგდებს", - წერდა გვარამია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს