"მაშინებენ რომ უკვალოდ გამაქრობენ..." - სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება

"მაშინებენ რომ უკვალოდ გამაქრობენ..." - სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება

სცენარისთ აკა სინჯიკაშვილსა და პიარ-მენეჯერ თეონა ბაღდავაძეს შორის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება. შეგახსენებთ, დაპირისპირების მიზეზი საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს ფარგლებში შემოსული თანხები გახდა. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს კამპანიიდან შემოსული თანხის ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს, თავის მხრივ ბაღდავაძე სასამართლოს მიმართავს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.

აკა სინჯიკაშვილმა დღეს კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მას ემუქრებიან: "ეხლავე გეტყვით რა ხდება. პირველ რიგში უამრავი მადლობა ადამიანებს, ვისაც სჯერა რომ მე ტყუილად არავის არ ვერჩი არასოდეს. პოსტის დაწერით ადამიანზე შეტევა მეც ვიცი და გამოცდილებაც მქონდა, რომ არ არის სწორი. ამასაც აგიხსნით. პირველ რიგში მე თეონა ბაღდავაძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი არ ვარ! პირველად იანვარში შევხვდი ამ პროექტის თაობაზე. მითხრა, ხალხისათვის სანდო და სუფთა ადამიანი სჭირდებოდა პროექტისათვის, იმიტომ რომ საქველმოქმედო იყო და წარმატების გარანტიას იძლეოდა. თეონა ბაღდავაძე თავიდანვე გავაფრთხილე, რომ საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებს თუ თავის თავზე აიღებდა, აქციის ბოლოს ხალხთან მე ვიყავი პასუხსმგებელი, ამდენი ხალხი მე მენდობოდა და არასოდეს ტყუილს არ ვეტყოდი, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი. ყველა მტკიცებულებას ვერ დავდებ, იმიტომ რომ ძიების დაწყებამდე უცებ გაასწორებს, გეტყვით იმას რასაც ვერ შეცვლის: ამბობს რომ სულ გაიყიდა 15 000 ცხვირი და შემოვიდა შესაბამისად 75 000 ლარი, (ერთი ცხვირი ხუთი ლარი ღირდა) სწორედ ეს თანხა გაანაწილა თავის ჭკუაზე თეონა ბაღდავაძემ. ცხვირების პირველი პარტია 20 000 ცალი, თვითონვე დაათვლევინა და ას-ას ცალად დააფასოვებინა თანამშრომლებს. ეს პირველი პარტია უკვე დამთავრდა აქციის დაწყებიდან ერთ კვირაში. შემდეგი პარტია შეუკვეთა ჩინეთში, რომელიც ერთ კვირაში ჩამოვიდა და მანამდე ცხვირები აღარ გვქონდა. ჩამოვიდა შემდეგი პარტია რომელიც არ მითხრა რამდენი იყო და ეს ცხვირები იყიდებოდა კიდევ მინიმუმ ორი თვე. პირველ კვირაშივე 20 000 ცხვირი აღარ იყო და დანარჩენ ორ თვეში არც ერთი ცალი აღარ გაიყიდა და აქციის ბოლოს სულ 15000 გაიყიდა? ამის გარდა ყიდდა მაისურებს, ეძებდა სპონსორებს, რომლებთანაც მეუბნებოდა მივსულიყავი და ფოტო გადამეღო. არცერთი მაისური არ გაიყიდა და არცერთი კაპიკი არ გადაუხადეს სპონსორებმა? დადებული იყო ანგარიშის ნომერი და ფასიანი ზარი. არცერთმა ადამიანმა არცერთი კაპიკი არ ჩარიცხა და არავის არ დაურეკავს ფასიან ნომერზე? ეს კაი. ამბობს რომ შემოსული თანხიდან მესამედი გადაურიცხა წითელი ცხვირების სათაო ოფისს ლონდონში. მაშინ გვაჩვენოს 15 ივნისამდე, ანუ როცა მე ყველაფერი გავიგე, გადარიცხვის ქვითარი. გვაჩვენოს სათაო ოფისთან მიმოწერა სადაც ისინი შემოსული თანხის მესამედს სთხოვენ და ესეც ეთანხმება. დარწმუნებულები იყავით რომ ეს არავის მოუთხოვია. ან რატომ არ მითხრა მე რომ მესამედს სათაო ოფისს ურიცხავდა, ან რატომ არ გააგებინა ხალხს წითელი ცხვირების ფეიჯის საშუალებით, ან საერთოდ ვინმეს რატომ არ უთხრა. იმიტომ რომ ეს გუშინწინ მოიგონა თანხების დასამალად. ცხვირების აქციისას ძალიან ბევრი მწერდა რომ ცხვირები არ უნდოდა და ისე დატოვა ფული. როგორ დავიჯერო რომ ყველა მატყუებდა და ცხვირის ღირებულების გარდა არც ერთი ლარი არ დატოვა ზედმეტად არცერთმა ადამიანმა. კონფლიქტის დღეს თეონა აი ხელში მომიკვდა და მეუბნებოდა ეს ამბავი არავის უთხრა და 35000 ლარს მოგცემო, ამას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. მე ვუთხარი ხალხს ბოდიში მოუხადე და რაც აკლია მთლიანად დააბრუნეთქო. მერე ვიღაცამ გაამხნევა და მითხრა არც ფულს მოგცემ და არც არაფერი მომიპარავს ვნახავ ერთი რას იზამო, შენ ჩემს პირად ფულს მძალავ და ეხლავე დაგიჭერენო. იმ წამსვე რომ ეს პოსტი არ დამეწერა და სიმართლე არ მეთქვა, ეხლა ციხეში ვიჯდები, თეონამ რაც დაწერა მაგ პოსტს დაწერდა და ამ ამბავზე სრულ სიმართლეს ვერავინ გაიგებდა. იმის შემდეგ მაშინებენ რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის უკვალოდ გამაქრობენ. მეტი არ მინდა მართლა თმის ღერი ჩამომივარდეს თავიდან ტყუილად! 23-ში ექიმთან ვარ ჩაწერილი, აქამდე უთქმელი და დეკემბერში აღმოჩენილი უზარმაზარი პრობლემის გამო და ერთი კვირა აქ არ ვიქნები. ამ დროის განმავლობაში დაიწყება ძიება და მე და ის ადამიანები ვისაც შეხება ჰქონია ამ საქმესთან, ყველა მასალას მივაწვდით გამოძიებას. იმ მასალებს, ბაღდავაძეს რომ ჰგონია არავინ იცის, ხვალ განცხადება შევა ფინანსურ პოლიციაში და დაიწყება ძიება და მათ ვისაც მე ამაში გარეული და გასვრილი ვგონივარ ვეუბნები: მე რომ სახელის გატეხვის მეშინოდეს, ამ ამბავს მზეზე არ გამოვფენდი, იმიტომ რომ ნაკლები ლანძღვა არც მე მიმიღია. მე აქ ხალხის, რომელსაც ბრბოს და ჩემს სექტას ეძახის, იმ ხალხის სიმწრით ნაგროვებ ფულს ვიცავ და ობლების, უსახლკაროების და ავადმყოფი მოხუცების ფულის ქურდობას დედაჩემსაც არ შევარჩენ, ბაღდავაძეს კი არა. როგორი გავლენიანი სამეგობროც არ უნდა ჰყავდეს, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, როგორც არ უნდა მემუქრონ, არაფრით ამას თავს არ დავანებებ და ჩემი იმედი სულ ბოლომდე გქონდეთ ვისაც გაქვთ. დაშინებების და ვიღაცეების ხსენების კი არა ბელებიანი დათვის არ მეშინია და სიმართლე რაც არის მაინც იმას ვიტყვი! ჩემი ნათქვამი ტყუილი ბაღის მასწავლებელსაც არ ახსოვს და არც არასოდეს ვიტყვი. მე გამოკვლევას ჩამიტარებენ და 10 დღეში აქ ვიქნები, მანამდე კი ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, ვიკვლევთ კიდევ რაღაცეებს და ეს ამბავი მერწმუნეთ რომ სამართლიანად დამთავრდება! საზოგადოებრივ სტატუსს კი ადამიანის ცხოვრების წესი განსაზღვრავს და არა მოგონილი და მიწებებული იმიჯი. ყველა ყველაფერს ნათლად დაინახავს, სიტყვას გაძლევთ, პატარა ბნელ ამბავსაც არ დავტოვებ გაუხმაურებელს, ამ საქმეზე კი არა აი არასოდეს. მადლობა და მიყვარხართ ყველა, ვისაც სიმართლე გიყვართ და მისი ფასი იცით" - წერს სინჯიკაშვილი. წაიკითხეთ: "ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას..."- აკა სინჯიკაშვილი ცნობილ პიარ-მენეჯერს სკანდალურ ბრალდებას უყენებს თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს კონტრბრალდებით პასუხობს: "ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს