ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
17:13 / 19-06-2017
"მგზავრები და ეკიპაჟი 50 წუთი ვცდილობდით გადარჩენას" - ნინო დარასელი თვითმფრინავზე მეხის დაცემის ამბავს აღწერს
სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა. როგორც ქართველი მგზავრები ყვებიან, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა, რისი მიზეზიც გახდა მეხის დაცემა. მართვის პრობლემების გამო პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაესვა ათათურქის აეროპორტში.
თვითმფრინავში ამ დროს რამდენიმე ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის გადაცემა "ექიმების" წამყვანები, ასევე ჟურნალისტი ნინო დარასელი შვილთან ერთად. ინციდენტის შესახებ დარასელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და აეროპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
"რა დროს მეფე იყო რა, ჩამიშალა ჩემი მეორედ მოსვლაზე აჟიოტაჟის ისტორია. ჰოდა რას ვამბობდი და.... არც მეტი არც ნაკლები მეხი დამეცა. გუშინ სტამბულიდან აფრენილი თვიმთმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა საშინელი რყევა დაიწყო, განათდა და რომ არა ატლასგლობალის საოცარი პილოტი და ეკიპაჟი დადებდით ახლა ალბათ ბევრი ჩემი და Jay Gatsby-ს (გულისხმობს თავის ვაჟს ზაზუკა ბერაძეს) მოსაგონარს.
თვითმფრინავი ავარიულად სტამბულში დაჯდა. ერთმა მგზავრმა მითხრა კიდეც,შენ რა გენაღვლება გაგიხსენებდნენ მაინც,მე ვკვდებოდი უსახელოდო. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ერთადერთი რასაც მეც და ზაზუკაც ვფიქრობდით ეხლა
მაინც ხო გამოუშვებენ ჩემი ოჯახის წევრებსთქო.

მოკლედ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც გადაგვხდა ვამბობდი ამაზე უარესი რაღა დაგვემართებათქო. აგრესიაზე აცრილს და ემოციებისგან დაცლილს მეხამრიდის დაყენება დამავიწყდა. ახლა უკვე ესეც მაქვს და აწი ნამდვილად ვეღარაფერი მომერევა.
მფრინავმა 10 დან 9 ქულა ვარდებოდითო. რას ვიფიქრებდი ქულებით თუ დავითვლიდი გადარჩენას. ასე გავხდი სტატისტიკის ნაწილი და ეხლა შემიძლია ისტორიისაც გავხდე. მეფე არჩევითი თუა დავაყენებდი კანდიდატურას. დავით აღმაშენებელი,გიორგი ბრწყინვალე და ნინო მეხამრიდი", - წერს დარასელი.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისი თბილისის მიმართულებით მოგვიანებით შესრულდა.
09:55 / 23-06-2017
nnnnn-s
1
ყველა იუმორს აქვს თავისი საზღვარი! გველურად რო კბენ ადამიანს და ხუმრობას შორის დიდი განსხვავებაა.
21:08 / 22-06-2017
rusa
0
ციგნებტან ერტად ვაჭრობას იწყებ დარასელ?
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
20:39 / 28-06-2017  Image "ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის უმსგავსო ქმედებაზე წერს
"ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის უმსგავსო ქმედებაზე წერს
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49