ბათუმში გადაღებულმა ფოტომ, სადაც ბაღის ბავშვების ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადასვლის მომენტია გადაღებული "ფეისბუქზე" დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოტო სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ გაავრცელა. კადრში ჩანს ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გადასასვლელთან საგზაო მოძრაობას არეგულირებს.