"ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის ქმედებაზე წერს

"ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის ქმედებაზე წერს

ჟურნალისტი ნათია ინაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ყვითელ ავტობუსში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს.

როგორც ირკვევა, ჟურნალისტს, რომელიც #150 ავტობუსით მგზავრობდა, კონტროლიორმა ავტობუსიდან ჩასვლა იმ მომენტში აიძულა, როცა ბილეთის შესაძენად თანხას ახურდავებდა, ავტობუსში კი სულ რამდენიმე წუთის ასული იყო. ინაურის ინფორმაციით, კონტროლიორმა დაინახა, რომ იგი ბილეთის შეძენის პროცესში იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ავტობუსიდან ჩასვლა მოსთხოვა და უბილეთოდ მგზავრობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციით, 5-ლარით დააჯარიმა. არგუმენტად მთავრობის დადგენილება დაუსახელა და განმარტა, რომ როდესაც მგზავრთან კონტროლიორი მიდის, მას უკვე ხელთ უნდა ჰქონდეს შეძენილი ბილეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სანქციები გამოიყენება.

"ავტობუსში კონტროლიორმა ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიმყოფებოდი, ავტობუსში კი სულ რაღაც ერთი წუთის ასული ვიყავი!!! იქნებ ამიხსნათ რა ხდება ამ ქალაქში - მოკლედ ავტობუსში პეკინზე ავედი. იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტად 50-თეთრიანი არ მქონდა, ერთ-ერთი მგზავრი 2-ლარიანს მიხურდავებდა. ზუსტად ამ დროს, ამ პროცესში თავზე კონტროლიორი დამადგა, რომელმაც ბილეთის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ავტობუსის დატოვება მომთხოვა. "ბილეთი მაჩვენე ან ავტობუსიდან ჩადიო" - მთელი კატეგორიულობით მომთხოვა.

არადა, თვითონაც დაინახა, რომ ფულს სწორედ ბილეთისთვის ვშლიდი და ავტობუსში ახალასული ვიყავი. როცა ვუთხარი და გავაპროტესტე, თუ რა უფლებით მაგდებდა ავტობუსიდან, არგუმენტად მთავრობის დადგენილება მოიყვანა. მოკლედ, მაინც ჩამაგდო და 5 ლარით დამაჯარიმა. პოლიციისთვის მიმართვით და სასამართლოში ჩივილითაც დამემუქრა, რადგან ფოტო გადავუღე. ამ ხალხით აპირებენ წესრიგის უზრუნველყოფას? მართლა სირცხვილი! თბილისის მერია, თბილისის მიკროავტობუსი - რეალობა", - წერს ჟურნალისტი.

მისი ინფორმაციით, კონტროლიორს გულზე კამერა ეკეთა, რომელზეც ჩაწერა სავარაუდოდ, იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც ჟურნალისტი ავტობუსიდან ჩაიყვანა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს