"უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს

"უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს

თბილისის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მერის არჩევნებთან დაკავშირებით"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ერთ-ერთ განცხადებას ეხმაურება:

"ჩემი აზრით, ზაალ უდუმაშვილი ყველაზე მკაფიო და ნათელი სახეა, არათუ ამ კანდიდატებში, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკაში, სადაც, მიხარია რომ ასეთი ადამიანები მიდიან. მე, ნამდვილად, ზალიკოს მივცემ ხმას.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გაიმართება მეორე ტური, სადაც იქნება სახელისუფლებო კანდიდატი და ზალიკო უდუმაშვილი. დანარჩენების მონაწილეობა არჩევნებში სიმბოლურია,"- განაცხადა "მეტრონომთან" გვარამიამ.

"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ის, რომელზეც ზალიკომ კალაძესთან წააგო, მაგრამ რატომღაც კმაყოფილება გამოსჭვივოდა, რომ ელენე დაამარცხა. ცხადია, შენი აზრის გამოთქმის უფლება გაქვს, მაგრამ შენი პოზიციის გათვალისწინებით ტელევიზიის მომავლისთვის უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა. დიდი ცდუნებაა ეს მოგეხსენება. ეს დღეები აშკარად გადაიხარა სასწორი. მე კოლექტივის იმედი მაქვს მაინც. ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ცდუნებასაც გაუძლებენ. რუსთავი2 არც ამ არჩევნებით დაწყებულა და არც აქ დამთავრდება. და ჯობია პროფესიული სტანდარტების დაცვით გავიაროთ ეს და სხვა არჩევნები.

ვინ სიმბოლური კანდიდატია და ვინ არა, ამას თბილისელები გადაწყვეტენ, სადაც ერთი ხმა გაქვს და მე პატივს ვცემ შენს არჩევანს. ოღონდ როგორც მეგობარი მეგობარს (და იმედია ასეთებად დავრჩებით და არ გაიბუტები) გთავაზობ სანაძლეოს - ზაალი ვერ გახდება მერი და არჩევნების მეორე დღეს დაემშვიდობება პოლიტიკას როგორც შარშანდელი თოვლი. (ამიტომ თუ ვინმეა სიმბოლური ეს სამწუხაროდ, ჯერჯერობით ზალიკოა). ელენეს რაც შეეხება, რომც ვერ გახდეს მერი გააგრძელებს მუშაობას, ხალხში სიარულს და მათ დახმარებას. ზუსტად ისე როგორც 2016 წლის არჩევნების მერე - ერთადერთი ადამიანია უმცირესობა/ უმრავლესობაში, ვისაც ერთი წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა და კარდაკარ სიარული, გაჭირვებული ადამიანების დახმარება. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი შენ ჩემზე უკეთ იცი. ამიტომ ვფოკუსირდეთ არა სიმბოლოებზე, კვერი დავუკრათ არა ადამიანიდეებს, არამედ ივანიშვილ კალაძის კორუმპირებულ ბალაგანზე, ხოლო ვინ სიმბოლოა და ვინ სიმულაცია, ეს თბილისელებმა გადაწყვიტონ.

პ.ს. რა გინდა დაგინდე, იმ მეორე ნიკას ტონალობით არ მოგმართავ Nika Gvaramia

იმედია მალე გნახავ და ეპისტოლარული ურთიერთობა აღარ მოგვიწევს, თუმცა არც ესაა პრობლემა" - დაწერა უგულავამ.

ყოფილი მერის პოსტს მალევე უპასუხა ნიკა გვარამიამ:

"რაც შეეხება ონლაინ ხმის მიცემას, რა კავშირშია ჩემს კომენტართან, არ ვიცი. თუ რამე მესმის პოლიტიკის, და შენზე ბევრად ნაკლები არა, ზალიკოს გარდა არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლის შანსი არ აქვს. მაქსიმუმ, ალეკო ელისაშვილმა იბრძოლოს 10-იანებში.

გაინტერესებდა ჩემი აზრი ციფრებში, როგორც ჩანს, და გპასუხობ :)

დანარჩენ წიწილებს შემდგომაზე დათვლიან".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს