როგორი მერი სურს ნინი ბადურაშვილს თბილისისთვის და რა ამოცანებს უსახავს მას

როგორი მერი სურს ნინი ბადურაშვილს თბილისისთვის და რა ამოცანებს უსახავს მას

მომღერალი ნინი ბადურაშვილი მომავალ მერის არჩევნებს ეხმაურება და მას, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, რამდენიმე ამოცანას უსახავს.

"ძალიან დიდ იმედი მაქვს იმისა, რომ მომავალ ჩვენი დედაქალაქის მერს ისევე ძლიერ ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს! მიხედავს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც ყველას გვაწუხებს: 1. მოაგვარებს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას, რაც გამოიხეტება იმაში, რომ სტატისტიკით თბილისი ჰაერის დაბინძურების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში!

2. ახალ თანამედროვე მშენებლობებთან ერთად შეუნარჩუნებს თბილისს ძველ იერსახეს და სილამაზეს, რომლითაც ამაყობდა ძველად თბილისი!

3.განტვირთავს საცობებისგან, რადგან თუ ეს პრობლემა მალე არ მოგვარდა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება ქალაქში!

4. იზრუნებს დედაქალაქის გამწვანებაზე და გააშენებს სკვერებს, ბაღებს, სპორტულ მოედნებს, რათა ბავშვებს მიეცეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება და გართობა!

და ბოლოს მინდა ყველა კანდიდატს წარმატება ვუსურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეული გაიმარჯვებს!", - წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს