11:40 / 04-07-2017
ინდოელი ტურისტი თბილისის აეროპორტის პერსონალს რასიზმში ადანაშაულებს: "თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუებაა"
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს. ინდოელი გოგონა წერს, რომ მას თბილისის აეროპორტის თანამშრომლები რასისტულად მოექცნენ - 6 საათით გამოკეტეს საჭმლის, წყლის და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე:

"მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. გადავწყვიტე რომ შვებულება საქართველოში გამეტარებინა, ქვეყნის ისტორია ჩემთვის საკმაოდ მომხიბლავი იყო. 29 ივნისს მუმბაიდან გამოვფრინდი დილის ხუთ საათზე და თბილისის დროით საღამოს ხუთზე ჩამოვფრინდი. თან მქონდა ელექტრონული ვიზა, დამსაქმებლის წერილი, სადაც ეწერა, რომ შვებულების გასატარებლად ვიყავი ჩამოსული და უკან უნდა დავბრუნებულიყაი, საბანკო ამონაწერი ფინანსური სტაბილურობის დასადასტურებლად, სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

პასპორტის შემოწმებისას ჩემდა გასაკვირად მთხოვეს, რომ მოუნიშნავ სალაროსთან გადავსულიყავი, რომ ჩემი საბუთები შეემოწმებინათ. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთმა ოფიცერმა დამიწყო გამოკითხვა ჩემი ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით. შემდეგ კიდევ ორი საათი დამტოვეს მოლოდინის რეჟიმში ცივ, ემიგრანტებისთვის განკუთვნილ რკინის არაკომფორტულ სკამზე. თბილისში უკვე სამი საათის ჩამოსული ვიყავი და არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, რატომ მაკავებდნენ აეროპორტში, გადავწყვიტე ჩემი სტატუსი გამერკვია და ამ დროს მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, დამიყვირეს და მითხრეს, რომ კუთხეში დავმჯდარიყავი.

ეს იყო ყველაზე დამამაცირებელი ღამის დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ემიგრაციის ოფიცერთან კითხვით მივდიოდი, პასუხად ყვირილს ვიღებდი და უხეშად მეუბნებოდნენ, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრალეულობა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მარტო ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მოვტყუვდი იმ ინფორმაციით, თითქოს თქვენ ქვეყანაში მეგობრული ხალხია.

ექვსსაათიანი ლოდინის შემდეგ არც წყალი შემომთავაზეს, მას შემდეგაც კი, რაც ვეხვეწებოდი თქვენ ოფიცრებს. არ მითხოვია, ვემუდარებოდი. მშიოდა, მწყუროდა, თავი და სხეული მტკიოდა. როგორც იქნა, ღამის თორმეტ საათზე მომცეს ნებართვა საჭმელი მეყიდა. ორსაათნახევრის შემდეგ, ერთ-ერთი თქვენი ოფიცერი მოვიდა ემიგრაციის ოთახში და ყვირილი დამიწყო რომ ახლავე უნდა წავსულიყავი, რადგან თვითმფრინავი, რომლითაც უკან მგზავნიდნენ, მზად იყო ასაფრენად. როდესაც პასპორტის დაბრუნება ვითხოვე, მითხრეს რომ სანამ მუმბაიში არ ჩავიდოდი, არ გადმომცემდნენ. ცხრა საათი, რომელიც თქვენ ქვეყანაში გავატარე, ყველაზე საშიში და ცუდი საათები იყო ჩემ ცხოვრებაში.

უკან დაბრუნებული დავინტერესდი, რა მიზეზით გამომაბრუნეს. ინდოეთის საემიგრაციო სამსახურში მითხრეს, რომ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე საკუთარ თავზე. მაინტერესებს, რის საფუძველზე გადაწყვიტა ეს იმ ადამიანმა, ვისთანაც მქონდა გასაუბრება? ყველა ჩემი საბუთი წესრიგში იყო. ინდოეთის ავიახაზებთან ჩემმა მეგობრებმა გადაამოწმეს და იქ უთხრეს, რომ ჩემი პასპორტი იყო დაზიანებული და სავარაუდოდ, გაყალბებული. არცერთ ქვეყანაში, სადაც მიმგზავრია პრობლემა არ შემქმნია და რაღა თქვენი ქვეყნისთვის აღმოჩნდა ჩემი პასპორტი პრობლემა?!

შემდეგ ინდოეთის ემიგრაციის ოფიცრებმა მითხრეს, რომ თქვენთან 90 პროცენტს ინდოელების, უკან აბრუნებენ, იქნება ეს ოჯახები თუ ჩემსავით კენტად მოგზაურები. დამაინტერესა რა იყო ამის მიზეზი, რადგან 2015 წელს საქართველოში ტურიზმის 80 პროცენტი ინდურმა სექტორმა შეადგინა და თქვენ ქვეყანას კარგი ეკონომიკური ბიძგი მისცა.
აღმოვაჩინე, რომ საქართველოს მთავრობას მოუწვევია ინდოელი ფერმერები მიწების დასამუშვებლად, რომელზეც ქართველები ვერ მუშაობდნენ. ამ ინდოელების შემოდინებამ გაზარდა ზიზღი მათ მიმართ, რაც როგორც ჩანს, აისახა ემიგრაციის ოფიცრებზე, რომლებიც რასისტულად არიან განწყობილები ინდოელი ტურისტებისადმი.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუება აღმოჩნდა. მთელი ჩემი მღელვარება გამომეკვლია თქვენი მიწა, გაქრა, ჯობდა საკუთარი დრო და ფული სხვა მართლა მეგობრულ ქვეყანაში დამებანდებინა, სადაც ტურიზმს აფასებენ.

ასევე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი მოქალაქეების მოლოდინები დაარეგულიროთ, რომ რასისტებად არ გადაიქცნენ სხვა ქვეყნების მიმართ. და საუკეთესო რაც შეიძლება გააკეთოთ იმ ხალხისთვის, ვინც ჩემსავით დეპორტირდება, ისაა, რომ ადამიანებივით მოეპყროთ. აუხსნეით მიზეზი, მიეცით საკვები და წყალი და დასასვენებელი ადგილი. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც მე მომექცნენ. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და იმედი მაქვს ჩემს ქვეყანაში სტუმრობით ნასიამოვნები დარჩებით. პატივისცემით, ხუშბუ კაუშალი".

ინდოეთის მოქალაქის ინგლისურენოვან პოსტს 1900-მდე გაზიარება და ასეულობით კომენტარი აქვს, უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქეების კომენტარია, რომლებიც წერენ, რომ საქართველოდან სასიამოვნო შთაბეჭდილებები გაყვათ და წუხან, რომ ეს ქვეყანა ასე მოექცა ინდოელ ტურისტს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია რომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

"საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარი ეთქმევა ქვეყანაში შემოსვლაზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
18:32 / 14-07-2017
temo
1
rac naklebi indoeli tu arabi chamova saqaertveloshi mit ufro uketesi iqneba da saertod dauketet sazgvrebi im qveknis moqalaqeebs; turistebis mantiis qvesh atasi juris avazaki da teroristi shemova; ra, aceriat shublze, tu?!
14:16 / 11-07-2017
nana
1
ყველა ნორმალური ტურისთისთვის არის ჩვენი საზღვრები ღია მაგრამ ესენი თითქმის კველა კრიმინალები არიან ინდუსები და შავკანიანები. ნახეთ სამხედრო კალაკი სამხედრო ქალაგი არა და ინდუსების ქალაქია



მსგავსი სიახლეები
კაცმა მიიჩნია, რომ გოგონამ სკოლის შენობასთან ბიჭთან დალაპარაკების გამო ოჯახის სახელი შებღალა
შემთხვევა გუშინ მოხდა და პოლონელი ტურისტის გარდაცვალების საქმეზე
ცხედარს, ჩავარდნის ადგილიდან 3 კმ-ში, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს
ეს კუნძული მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სამოთხეს
კასპში მაშველები დაკარგულ ტურისტებს ეძებენ
+VIDEO კლუბის თანამშრომლებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა
ტურისტმა, რომელიც გუდაურში "კუდებზე" სრიალებდა, თვითნებურად სასრიალო გზას გადაუხვია, რის შედეგადაც
+PHOTO მჟავის გადასხმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, შურისძიების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49