ქართულმა "X ფაქტორმა" საიმონ ქოუელის ასისტენტი "დაშოკა": "აღფრთოვანებული ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით"

ქართულმა "X ფაქტორმა" საიმონ ქოუელის ასისტენტი "დაშოკა": "აღფრთოვანებული ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით"

"X ფაქტორის" მეოთხე სეზონი "რუსთავი 2"-ზე გრანდიოზულად დასრულდა. ფინალში თითქმის 200 ათასი ზარი შევიდა და ხმების 57 პროცენტი ბათუმელმა აბიტურიენტმა სანდრო კურცხალიძემ მიიღო. გამარჯვება სანდროსთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კარგა ხანს ვერ გამოერკვა, ძირს დაჯდა და წარმატებას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც გულშემატკივრები შემოეხვივნენ.

შთამბეჭდავ ფინალზე სამმა ფინალისტმა სამ-სამი სიმღერა შეასრულა, მათ შორის "ბიტლზის" ჰიტი, მონაწილის ერთი საუკეთესო სიმღერა, ასევე სიმღერა კონკურსანტის თავისუფალი არჩევანით. აღსანიშნავია, რომ ფინალს ცნობილი ბრიტანელი სატელევიზიო სახის, პროდიუსერისა და ბრიტანული "X Factor"-ის მენტორის საიმონ ქოუელის პირადი ასისტენტი ესწრებოდა, რომელმაც ქართულ "X ფაქტორზე" დაუვიწყარი შთაბეჭდილებები წაიღო საქართველოდან.

აი რას წერს ბრიტანელი სტუმრის შესახებ "რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი სოციალურ ქსელში:

"ეს გოგო არის ები დოილი, წარსულში საიმონ ქოუელის პირადი ასისტენტი და ახლა უკვე საიმონის კომპანია "საიკოს" საერთაშორისო მენეჯერი. ორი დღის წინ სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში "იქს ფაქტორის" ფინალზე დასასწრებად. დღენახევარში არცთუ ცოტა მოასწრო - მოინახულა კახეთი, ყაზბეგი და ძალიანაც მოეწონა ქართული ღვინოც, კერძებიც და ლანდშაფტიც.

წუხელ, ფინალზე საეთეროში იჯდა და უშუალოდ ადევნებდა თვალს ლაივის კეთების პროცესს. დემნას და გიორგის დიდი ხანია იცნობს და მიმართვისას "ზი ბესთ" პროდიუსერებს ეძახის. ახლა ინგლისში ბრუნდება. აღფრთოვანებულია შემოქმედებითი ჯგუფით და ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით და ბევრ წამყვან ტელევიზიაზე მაგარი ხარისხით - "ო მა გოშ, ამ შოქდ, ამ რილი შოქდ - იძახდა". მოკლედ, ჩვენი მეგობარი და "ელჩია" საერთაშორისო ასპარეზზე!" - წერს ლილუაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს