14:07 / 08-07-2017
ლევან ჯიბღაშვილთან დაშორების შემდეგ ნინიკო ნაცარიშვილი სკანდალურ პოსტს წერს
მას შემდეგ რაც მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი საცოლეს ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა, წყვილის გარშემო ინტერესი არ ცხრება. როგორც რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიბღაშვილის დედამ განაცხადა, მისმა შვილმა ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. თავად წყვილი დაშორების მიზეზზე საუბრისგან თავს ამ დრომდე იკავებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჯიბღაშვილის ყოფილმა საცოლემ "ფეისბუქზე" სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:

"ჰმმ.. ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა! მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა მსგავსი შეტყობინებისგან, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებს ადამიანი, რომელიც
"ოქროში ამოვლებული ქაღალდის ნაგლეჯით" აცნობს თავს საზოგადოებას!

ნაკლებად მაინტერესებს ე.წ საზოგადოების აზრი, ვინაიდან უკვე ყველანაირ ზღვარს და ნორმას გადაჭარბებულია არსებული ვითარება!

შეგიძლიათ უსასრულოდ ილაპარაკოთ, ახალი ამბები შეთხზათ, ცხოვრება გაიხალისოთ (ვისაც თავისი არ გააჩნია).

მალე, ძალიან მალე, ყოველი თქვენგანის ინტერესი დაკმაყოფილდება.

მადლობა ყველას – უცნობს თუ ნაცნობს, მეგობარს თუ ახლობელს იმისთვის, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა, გვერდში მიდგანან და მამხნევებენ! დრონი მეფობენ და არა მეფენი ! "- წერს ნინიკო ნაცარიშვილი.

10:15 / 21-07-2017
ლია
0
ნანა - თქვე იცნობთ ,,ბიზნესმენ" ლევან ჯიბღაშვილს ?! :) თან ძლიერს ?!:) პირადად თუ იცნობთ, თავის თავზე რასაც ამბობს მაგას არ ვგულისხმობ....
გამოეხმაურე / 0 /
09:48 / 21-07-2017
ნანა
0
ეს გოგონა ჭკვიანია , მე რომ მკითხო კარგ ბიზნესმენზე გათხოვებას, რომ გეგმავს, ზუსტადაც ასე აიწყო ბევრმა კარგად ცხოვრება, ისე ლევანი მგონი ნამდვილად ძლიერი ბიზნესმენია ჩემის აზრით , მაგრამ ურთიერთგაგება და საერთო ინტერესებიც აუცილებელია საინტერესო ურთიერთობისთვის.
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:44 / 18-01-2018  Image თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა
15:05 / 18-01-2018  Image კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი
19:40 / 18-01-2018  Image "მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
გურამ ჩიხლაძე 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ
17:52 / 18-01-2018  Image ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს
23 წლის გოგოს ორი დღეა სამართალდამცავები ეძებდნენ
13:06 / 18-01-2018  Image წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49