ლევან ჯიბღაშვილთან დაშორების შემდეგ ნინიკო ნაცარიშვილი სკანდალურ პოსტს წერს

ლევან ჯიბღაშვილთან დაშორების შემდეგ ნინიკო ნაცარიშვილი სკანდალურ პოსტს წერს

მას შემდეგ რაც მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი საცოლეს ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა, წყვილის გარშემო ინტერესი არ ცხრება. როგორც რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიბღაშვილის დედამ განაცხადა, მისმა შვილმა ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. თავად წყვილი დაშორების მიზეზზე საუბრისგან თავს ამ დრომდე იკავებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჯიბღაშვილის ყოფილმა საცოლემ "ფეისბუქზე" სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:

"ჰმმ.. ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა! მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა მსგავსი შეტყობინებისგან, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებს ადამიანი, რომელიც "ოქროში ამოვლებული ქაღალდის ნაგლეჯით" აცნობს თავს საზოგადოებას!

ნაკლებად მაინტერესებს ე.წ საზოგადოების აზრი, ვინაიდან უკვე ყველანაირ ზღვარს და ნორმას გადაჭარბებულია არსებული ვითარება!

შეგიძლიათ უსასრულოდ ილაპარაკოთ, ახალი ამბები შეთხზათ, ცხოვრება გაიხალისოთ (ვისაც თავისი არ გააჩნია).

მალე, ძალიან მალე, ყოველი თქვენგანის ინტერესი დაკმაყოფილდება.

მადლობა ყველას – უცნობს თუ ნაცნობს, მეგობარს თუ ახლობელს იმისთვის, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა, გვერდში მიდგანან და მამხნევებენ! დრონი მეფობენ და არა მეფენი ! "- წერს ნინიკო ნაცარიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს