თეა წულუკიანის უცნაური სტილი...

თეა წულუკიანის უცნაური სტილი...

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტალინში იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტს ესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

ცნობილია, რომ წულუკიანის ჩაცმულობა ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი და ამჯერადაც, ფოტოებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მინისტრის სტილმა. მინისტრმა ჩაცმულობის ნაცნობი შტრიხი - შარფი, ამჯერად განსხვავებულად მოირგო. როგორც ჩანს, მხრებზე მოგდებული შარფი მინისტრს მოსძვრა, თუმცა მის გასწორებაზე აღარ უზრუნია.

ცოტა ხნის წინ, reitingi.ge-მ ცნობილი პოლიტიკოსების იმიჯზე მოდის ონლაინ პლატფორმის "streetstyle.ge"-ს დამფუძნებელი, მოდის კრიტიკოსი გივი რაზმაძე ჩაწერა. კრიტიკოსმა წულუკიანის ჩაცმის სტილზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"თეა წულუკიანს გაუმართლა, რომ ელიზაბეტ პირველის, მარია ანტუანეტას ან დედოფალი ვიქტორიას პერიოდში არ დაიბადა, მისი სტილი 1970-იანი წლების შემდეგ გამართლებულია, რადგან ინივიდუალიზმი უფრო ფასდება ვიდრე მოდის უახლესი ტენდენციები. დაახლოებით მაინც რომ წარმოვიდგინოთ, სხვა ეპოქაში, როგორ მოირგებდა ფარტინგეილს, პანიეს, კრინოლინს ან ტურნიურს, საკმაოდ კომიკური კადრი წარმოგვიდგება. მან თანამედროვე მოდაში, იპოვა მისი სხეულის პროპორციებზე მორგებული, სადა კლასიკური შტრიხებით, გაწყობილი საშუალო სიგრძის კაბები. რაც შესაძლებელია სტილის მარგალიტად არ ჩავთვალოთ მაგრამ მთავარია, რომ ინდივიდუალურია და დამახასიათებელია" - აღნიშნა მოდის კრიტიკოსმა მინისტრის ჩაცმის სტილზე.