გიორგი ბახუტაშვილის ემოციური პოსტი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვების შემდეგ

გიორგი ბახუტაშვილის ემოციური პოსტი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვების შემდეგ

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვების შემდეგ ვრცელ მიმართვას ავრცელებს და მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

"ძალიან მინდა დიდი და იმ ყველაფრის გამომხატველი ტექსტი დავწერო, რასაც ვგრძნობ, უბრალოდ არ ვიცი რა სიტყვები გამოხატავს იმ მადლიერებას და რა ქვია იმ შეგრძნებებს რასაც იმის მერე ვგრძნობ, როცა გამარჯვებულებად გამოგვაცხადეს.. ეს ერთდროულად განცდილი ზღაპრულად არარეალურობის შეგრძნება იყო, ძალიან დიდი სიხარული იყო, იყო უდიდესი მადლიერების გრძნობა, ძალინ დიდი პასუხისმგებლობის განცდა და იყო დანაშაულის შეგრძნება ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიმართ, რომლებსაც ზუსტად ისევე ეკუთნოდათ, გამარჯვებულის ქვეშ, მათი გვარების გამოცხადება როგორც ჩვენ. ამიტომაც ჩემი ყველაზე დიდი მადლიერება სწორედ მათ ეკუთვნით. რომ არა ირაკის და სალომეს ისეთი ძლიერი ხასიათი, ისეთი ძლიერი ნომრები, ისეთი პროფესიონალიზმი და ისეთი მონდომება როგორიც ქონდათ, ჩვენ არ გვექნებოდა და ვერ გამოვავლენდით იმ თვისებებს, რის გამოც ამდენმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა.. ამიტომაც ძალიან მიყვარს ორივე და ფინალში გამარჯვება მათზე გამარჯვებას ერთი წამითაც არ ნიშნავს, ეს გამარჯვება ჩემ თავზე გამარჯვება უფროა და ამის გააზრება ბევრად უფრო სასიამოვნოა.

ასევე ათასმაგად სასიამოვნოა იმის გახსენება, როგორ უხაროდათ ჩვენი სახელების გამოცხადება ადამიანებს, ნაცნობებს, მეგობრებს და უცხოებს. ეს მთელი ჩემი სამეგობროს გამარჯვებაა, თითოეულმა მათგანმა შეიტანა ამაში წვლილი და ვისაც რა შეეძლო ის გააკეთა ამ მიზნის მისაღწევად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მაყურებელს რომელმაც ჩათვალა, რომ სწორედ ჩვენ ვიყავით ამ შეგრძნებების მიღების ღირსი და ერთხელ მაინც გამოაგზავნა მესიჯი ჩვენს ნომერზე. დიდი

ცეკვების სტაფს, რომ მახსენდება თქვენი გახარებული სახეები, ვხვდები რომ ყველაზე დიდი საჩუქარი ესაა.. ჩემი საყვარელი მუსკომედიის თეატრი, რომელსაც მხოლოდ ისეთივე გვერდში დგომით თუ გადაუხდი მადლობას, როგორიც თვითონ შეუძლია. დიდი მადლობა ჩემს მეწყვილეს, რომელმაც დამარწმუნა ჩემ თავში და მთელი სამი თვე იცხოვრა იმ მიზნით რომ რაც შეიძლება კარგად წარმოეჩინა ჩემი შესაძლებლობები, რომლებიც ხან მქონდა და ხან არა, უბრალოდ მას შეეძლო ეს ისე შეეფუთა თითქოს საერთოდ არ იყო ჩემთვის რთული ის რასაც სცენაზე ვაკეთებდით. ძალიან დიდი ბედნიერებაა და იშვიათია ესეთი პარტნიორი. და დიდი მადლობა ამ პროექტს, რომელმაც თავიდან გამაცნო ჩემი თავი", - წერს ბახუტაშვილი.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულს მთავარი პრიზი, ბინა გადაეცა.

ნახეთ ვიდეო: ემოციური მომენტი "ცეკვავენ ვარსკვლავებში": რა მოხდა, როცა შოუს გამარჯვებული გამოაცხადეს

წაიკითხეთ: "იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო..." - გიორგი ბახუტაშვილს ქალიშვილი მხოლოდ პლაკატებზე ხედავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს