"გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის..." - თამარ ჩერგოლეიშვილისა და ნიკა გვარამიას მწვავე დაპირისპირება "ფეისბუქზე"

"გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის..." - თამარ ჩერგოლეიშვილისა და ნიკა გვარამიას მწვავე დაპირისპირება "ფეისბუქზე"

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" ერთმანეთს კვლავ უპირისპირდებიან. მწვავე დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ჩერგოლეიშვილის პოსტი გახდა, სადაც ის "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე აქციის მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებს.

"რუსთავის რეალტივიზაცია გამალებული ტემპით მიდის.

ნოდარა მელაძემ, საოკუპაციო ხაზთან ყველა იყო, ევროპული საქართველოს გარდაო - კიკნაველიძის სინქრონი ამოაგდეს სამიანიდან :)

მაჭუტაძის სინქრონიც კი გავიდა, სხვა 8 სინქრონთან ერთად სამიანში. კიკნაველიძე ამოვარდა :D

ირაკლი ეტყობა გადაცმული მიშა იყო - გვირაბი გამოთხარა და ინით შეღებილი წვერით დადის, ვინმემ არ ამოიცნოს შემთხვევითო და გააქრეს.

P.შ. კიკნაველიძემ დაურეკა, იქ ვიყავი და რატომ ამომაგდეო და მკიდიხართო".

ჩერგოლეიშვილს ასევე "ფეისბუქით" უპასუხა ნიკა გვარამიამ და "ტაბულას" დირექტორს თვითგამოცხადებული ჟურნალისტი და ლუზერი უწოდა. ასევე აღნიშნა, რომ თავის დროზე "ჩერგოლეიშვილმა გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის".

"ამ ისტერიულ ქალს უნდა შევუთანხმო ეტყობა, რა მიყვარს და რას ვყიდულობ.

ყველას შევახსენებ, იმ პარტიის ჩათვლით, რომლის დედა დედოფალიცაა, რომ ტვ ტაბულას დირექტორი იყო, გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის, ათი ათასი ქონდა ხელფასი და 1%იანი რეიტინგი ვერ დადო და ბოლოს დახურა ეს წარუმატებელი პროექტი. მისი ყველა ჟურნალისტი (მოქმედი) ოფიციალური პარტმუშაკია (საწყენია, ძალიან ნიჭიერებიც არიან მათ შორის), ტაბულა - მემარჯვენე ასავალ-დასავალი გახდა და თვითონ - მარშალპრესის ვარსკვლავი. და ახლა ეს ლუზერი და თვითგამოცხადებული ჟურნალისტი ასწავლის რ2ის უმაღლესი კლასის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს, ბალანსი როგორ დაიცვან და ნიუსი როგორ აკეთონ".

საპასუხოდ "ტაბულას" დირექტორმა საკუთარი სახელფასო ისტორია გამოაქვეყნა:

"1. ჩემი ხელფასი 2010 წლამდე, ანუ ტაბულამდე იყო თვეში 9 ათასი ევრო - 25000 ლარზე მეტი. ევროპის საბჭო მიხდიდა და არა საქართველო.

2. ტაბულას გაკეთება როცა შემომთავაზეს და ხელფასზე საუბარი დავიწყეთ - საკუთარი ინიციატივით შევიმცირე 50 პროცენტზე მეტით, 11000 ლარამდე.

3. 2012 წელს, როდესაც ტელევიზია გავაკეთეთ და ხარჯი გამეზარდა, თანამშრომლების ხელფასი გავზარდე და ჩემი 7000 ლარამდე შევიმცირე.

4. კახა როცა გარდაიცვალა და

ფინანსური პრობლემები შეგვექმნა - კიდევ შევიმცირე 5000 ლარამდე.

5. კახას გარდაცვალებიდან დღემდე ტაბულას თანამშრომლები ხანდახან სამ-სამი თვე უხელფასოდ მუშაობდნენ, მაგრამ არ გამქცევიან - მიზეზი მარტივია, ხელფასს ყველაზე ბოლოს ვიღებდი.

6. რა პერსონალური დანაზოგიც გაგვაჩნდა მე და გიგას, ყველაფერი ტაბულას თანამშრომლების ხელფასებად დავარიგე.

7. კახა ბენდუქიძის გატყავებაზე კახა ბენდუქიძის ნაცნობები იცინებენ - როგორი გასატყავებელი იყო და რამდენად შესწევდა რომელიმე სულიერს იმის უნარი, კახა გაეტყავებინა - კარგად იციან. მე ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ.

8. გვარამიას რაც შეეხება - ის რაც რუსთავს დღეს ჭირს, ბიძინას და მიშას გარდა, გვარამიას

სიხარბის ბრალია - 400 ლარიან ოპერატორს რომ ხელფასის მეოთხედს უხდი, სულ

მინიმუმ, ის მაინც უნდა შეძლო კარგმა მენეჯერმა, რომ შენი 60000 ლარიანი ხელფასის მეოთხედი არ ჩაირიცხო - მერე რა, რომ მარჯიელაზე სეილია და ახლა გაიგე რომ არსებობს, სიხარბე ტეხავს.

9. ჩემს ლუზერობას რაც შეეხება - ტაბულას

წლიური ბიუჯეტი ნახევარი მილიონი დოლარი იყო - სანამ ვმაუწყებლობდით, ნულიდან დავიწყე და ტაბულა.გე დღეს რას წარმოადგენს და სადაა ციფრული განვითარების თვალსაზრისით - მთელმა ქართულმა

მედიამ ნახა შეერთებულ შატებში ტურისას (ზალიკოს და ლაფერას ჩათვლით).

11. გვარამია გამზადებული და მდიდარი ტელევიზიის დირექტორად დადეს და მისი მხრიდან ჩემთან ჯიბრი იმაზე ვულგარულია, ვიდრე თავად გვარამია.

12. და ბოლოს, 2013 წლამდე ევროპის საბჭოს პოსტი მენახებოდა, უხელფასო შვებულებაში ვიყავი, შემეძლო ქოცების მოსვლისთანავე დავბრუნებულიყავი სტრასბურგში და და

ლაღი, უზრუნველი ცხოვრება გამეგრძელებინა, მაგრამ გავწყვიტე კონტრაქტი და აქ დავრჩი. ყველას რომ გვარამიას უფროსივით მოეხია, აქ ვიღა დარჩებოდა

დანარჩენზე წერა მეზარება - ისტერიჩკა ხარო, გვარამია რომ მეუბნება, ამაზე თქვენ იცინეთ".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს