"ქართველთა მარშის" მონაწილეები თათია დოლიძეს გრუ-ს აგენტობას აბრალებენ - რას პასუხობს დოლიძე ბრალდებებს

 "ქართველთა მარშის" მონაწილეები თათია დოლიძეს გრუ-ს აგენტობას აბრალებენ - რას პასუხობს დოლიძე ბრალდებებს

"ქართველთა მარშის" მონაწილეებისა და გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელის დაპირისპირება სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება. ამჯერად, მარშის ორგანიზატორები თათია დოლიძეს ოს სეპარატისტებთან კავშირში ადანაშაულებენ. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარშის ერთ-ერთი მონაწილე ლადო სადღობელაშვილი წერს და ფოტოებს ავრცელებს:

"იცნობდეთ "ქართველთა მარშის" მტერს, ბოკერიას შვილობილსა და სოროსის ფონდი ღია საზოგადოების "კურს დამთავრებულს" ქალბატონი თათია დოლიძე! ადამიანი რომელიც ჩვენ გვეძახის რუსეთუმეებსა და რუსეთის აგენტებს და რა ირკვევა? ქბნო თათია მჭიდრო ახლობლულ ურთიერთობაშია ოს სეპარატისტთან და რუსეთის ეფ ეს ბეს ოპიცერთან ბნო თემურ სურობათთან!!! რატომ იყო ეს ქალბატონო ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენელი გაეროში ვეკითხები ჩვენს ხელისუფლებას!!!??? ...მჭიდრო ურთიერთობაშია ოს სეპარატისტებთან, რომლებსაც 2008 წლის კონფლიქტის დროს წვლილი მიუძღვით ქართველი ჯარისკაცების ამოხოცვაში!!! მოვითხოვთ სასწრაფოდ დაკითხოს უშიშროებამ ქალბატონი თათია დოლიძე, ჩვენი ინფორმაციით იგი გახლავთ რუსეთისა და ეწ სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი (აგენტი)!!! მეგობრებო სირცხვილია ასე რომ ვაჯეჯილებთ ოკუპანტი ქვეყნის გრუს აშკარა აგენტებს!" - წერს სადღობელაშვილი.

"ქართველთა მარშის" მონაწილე ასევე ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი ოს ტიმურ ცხურბატთან ერთად არის გადაღებული, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.

აღნიშნულ ბრალდებას ფეისბუქის პოსტით გამოეხმაურა თათია დოლიძე:

"ჩემი და ტიმურ ცხურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფბ-ზე. სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე :)

რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "team of trust" . ტიმური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ნაბრძოლია ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული. იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი ამ პროექტის შესახებ, ბმულსაც გაგიზიარებთ. სანამ რამეს იტყოდეთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. საჯაროა ხომ ეს ყველაფერი? დაინტერესდით და გაიგებთ, რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს - უბრალოდ, არ გაწყობთ, რომ გაიგოთ, რომ ყველგან საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. თქვენ ამის საპირისპირო ინფორმაცია გაწყობთ, მაგრამ თქვენდა საუბედუროდ, ასეთი არ არსებობს" - წერს თათია დოლიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს