"გპირდებით, რომ მე ამ ნახატს არასოდეს წავშლი!..." - მოკლულ 19 წლის ანა ხელაძეს ლექტორი ემოციურად იხსენებს

"გპირდებით, რომ მე ამ ნახატს არასოდეს წავშლი!..." - მოკლულ 19 წლის ანა ხელაძეს ლექტორი ემოციურად იხსენებს

უზნაძის ქუჩაზე სასტიკად მოკლულ 19 წლის გოგონაზე ემოციურ პოსტს წერს მისი ლექტორი და კურსის ხელმძღვანელი.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი თამაზ ზერეკიძე ანა ხელაძეს ახასიათებს როგორც გამორჩეულ სტუდენტს და ერთ ფაქტს იხსენებს გოგონასთან დაკავშირებით. აი, რას წერს პროფესორი ფეისბუქის პირად გვერდზე:

"ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ. დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე ...

ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი - მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო.

მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი. ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!

ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი ალბათ უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია.

ახლა გთხოვ: ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!" - წერს თამაზ ზერეკიძე.

წაიკითხეთ: რას ამბობენ ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭზე მეგობრები - "ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია..."

ანა ხელაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 19 წლის გოგონა ფარიკაობით იყო გატაცებული. ანას მკვლელობაში ბრალდებული მისივე ბიძაშვილი, 22 წლის ბიჭია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ანა ხელაძეს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მკვლელობის მეორე დღეს ფოთში დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს