"ალბათ მეუფემ დაინახა, რომ ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა დაეფარა...." - რას წერენ ოზურგეთში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე

"ალბათ მეუფემ დაინახა, რომ ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა დაეფარა...." - რას წერენ ოზურგეთში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე

ოზურგეთში გუშინ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, დიმა ომელჩენკოს შესახებ, რომელიც შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო, ეპარქიის თანამშრომელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ხათუნა ცერცვაძე წერს, რომ ომელჩენკოს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ის პატარა ასაკში დაობლდა, რის შემდეგაც მეუფე იოსებმა იშვილა და გაზარდა".

"მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი თავისთან ზრდიდა... მერე მეუფემ ნახა და ეტყობა თვალებში რომ ჩახედა, დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა.... და გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ ეკლესიის წიაღში... ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა... მშრომელი და სიკეთისმოყვარე. მეუფისგან სითბო სიყვარული და შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულა.... დედობას იღუმენიები და დედები უწევდა ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკოოო... ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელიი...ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა... და ყველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ...

მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით... დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე ყველა დიმიკოს ირგვლივ ვიყავით და გვინდოდა ყველაფერი საუკეთესო მისთვის ყოფილიყო... მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა დღედაღამ მუშაობდა ორივე ცოლ-ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ მერე დაბრუნდნენ სამშობლოში ,თავიანთი ბუდე მოაწყვეს და აქაც გააგრძელეს შრომა... ასე პატიოსნად და დაუზარელად გაქონდათ ცხოვრების ჭაპანი.. დღეს კი ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი, ბიჭი რომელიც მამის ასლია, ბიჭი რომელიც უმამოდ უნდა გაიზარდოს, მართალია ემახსოვრება საყვარელი მამიკო მაგრამ მაინც სხვებიდან მოუწევს გაიგოს როგორი თბილი გული ქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული იყო, როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია პატიოსანი სული და სახელი დატოვააა... მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდაა... ასე დაუშვა უფალმა ეტყობა ღვთის დაკარგვისგან გადაარჩინა... მადლობა უფალს, ეს ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი იყო მისი ამ ქვეყნიდან წასასვლელად ალბათ ახლა პირნათელი წარდგებოდა ღმერთთან.. აბა ისე უფალი დიმიკოს არ გაწირავდააა..." - წერს ხათუნა ცერცვაძე.

ომელჩენკოსთან ერთად მოკლულია მისი ცოლის ძმა გურამ ფოცხიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ "კრიმინალური სამყაროს" წარმომადგენელი იყო. სიძე და ცოლის ძმა მანქანაში ჩაცხრილეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოცხიშვილი ციხიდან ახალი გამოსული იყო.

აღსანიშნავია, რომ ომელჩენკოს შესახებ წერს ყოფილი პარლამენტარი კობა სუბელიანი. მისი თქმით, მათ ერთად უწევდათ ოზურგეთის ეპარქიაში მსახურება და ომელჩენკომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა:

"ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ რასაც ქვია, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე და დიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო მგონი როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც.

ცოლის ძმა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი იყო რომელიც დღეს მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და ეს დიმაც ზედ მიაყოლეს რადგან იქ იყო... მოწმე მოიშორეს რა. პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა. რა ვთქვა აღარ ვიცი..." - წერს სუბელიანი.

შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს