რაში დაეხმარა პატრული შორენა ბეგაშვილს?

რაში დაეხმარა პატრული შორენა ბეგაშვილს?

მსახიობი შორენა ბეგაშვილი რამდენიმე თვის წინ სამსახურის გარეშე დარჩა. "იღბლიანი ბორბალი" პირველი გადაცემა იყო, რომელიც "რუსთავი 2"-ზე მიმდინარე ფინანსურ კრიზისს შეეწირა. სამსახურის გარეშე დარჩენილ მსახიობს ახლა ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მეგობრეთან ერთად კლუბებსაც ხშირად სტუმრობს.

თბილისის კლუბებში გართობის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს ის საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გუშინ ღამით, მახიობმა "ფეისბუქზე" მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მადლობას უხდიდა. "პატრულმა ჩამოგვარიგა სახლებში" - დაწერა შორენა ბეგაშვილმა ფოტოს კომენტირებისას. 

"რეიტინგი" შეეცადა გაერკვია რაში დასჭირდა მსახიობს პატრულის დახმარება და შორენა ბეგაშვილს დაუკავშირდა:

- შორენა, რატომ დაგჭირდათ პატრულის დახმარება?

- კლუბში ვიყავით მეგობრები, სადაც ცოტა დავლიეთ. როდესაც სახლებში ვბრუნდებოდით, პატრულმა დახმარება შემოგვთავაზა და სახლებში დაგვარიგა. სხვა არაფერი არ მომხდარა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს