"მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ყოფილი თანაპარტიელი სკანდალურ ბრალდებას უყენებს

"მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ყოფილი თანაპარტიელი სკანდალურ ბრალდებას უყენებს

"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია, პარლამენტის წევრს, "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი ლომიას გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს. ლატარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცლად აღწერს, რომ შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა, თუმცა აქამდე მისი გახმაურებისგან მეუღლის ორსულობის გამო იკავებდა თავს. მისივე ინფორმაციით, ემუქრებოდნენ, რომ მის "ორსულ ცოლს მანქანა გაიტანდა".

"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი აპირებს პროკურატურას მიმართოს საქმის გამოძიებისთვის:

"მე მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო). ჩემი წამება გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგის ქარდავა და ნაციონალური მოძრაობა. მე, მქონდა ტვინის შერყევა, არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, მე ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!!!

(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ...

გიორგი ლომია პარლამენტის ტრიბუნასთან

ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი "სასტავი" ჩემს წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას. არ გამოვრიცხავ დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო (დააყენე თორემ შენს სექს ვიდეობეს ავტვირთავთო, რაზეც მე ვიცინე და მიდით ატვირთეთთქო და იმის მერე გაჩუმდნენ). ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც მე ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი - მერაბიშვილის ზონდერი.

მე არ მაინტერესებს ალიანსის ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელმაც შვილის მოკვლით დამემუქრა. მე მყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!!!

...9 თვე, ყველაფერი გავაკეთე რომ ჩემს ცოლს არ ენერვიულა, რადგან არ მინდოდა ორსული ადამიანის პრობლემები!!! 9 თვე, რაც მე გადავყლაპე და ჩავიკალი, 37 წლის განმავლობაში ამის მეასედი არ გამიკეთებია!!!

ახლა, რახან ჩემი ელენე გაჩნდა და ყველაფერი კარგად არის, თბილისიდან დაწყებული, მცხეთის გავლით და ბათუმში დამთავრებული, ვინც კი რაიმე არაკაცობა ჩაიდინა და თან იბლატავა, ვინც კი მომიტაცა, მაწამა, სააკაშვილის დრო გამახსენა და ბევრად უარესად მომექცა, ყველას სათითაოდ მივხედავ - ზოგს პოლიტიკურად, ზოგს დავხვდები და ისე დავაგდებ, ზოგს კიდევ - სამართალდამცავდები მიხედავენ!!!

არასოდეს შემირჩენია არავისთვის ის, რაც ვიღაცეების გამო გადავყლაპე და ახლა, მე ვარ უმართავი და ყველაფერზე წავალ, რათა ყველა დაისაჯოს კანონიერად, ზოგიც კი - უბრალოდ გამოემშვიდობონ ამ ქვეყანას!" - წერს ირაკლი ლატარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წაიკითხეთ: რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამის დაწერა უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავს

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ

"არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს, მაგრამ..." - რის აღიარებას ურჩევს გია ხუხაშვილი ხელისუფლებას?