რა მდგომარეობაა "რუსთავი 2"-ში ხანძრის შემდეგ - ფოტოები შენობიდან და ხანძრის გაჩენის დეტალები

რა მდგომარეობაა "რუსთავი 2"-ში ხანძრის შემდეგ - ფოტოები შენობიდან და ხანძრის გაჩენის დეტალები

"რუსთავი 2"-ში წუხელ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 40-45 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 5 სამაშველო ბრიგადა.

გარკვეული დროით ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა მალევე განაახლა და პირდაპირ ეთერში იმუშავა ხანძრის პირობებში. ხანძრიდან რამდენიმე საათში შენობაში არსებულ მდგომარეობაზე "დილა მშვიდობისა საქართველოს" პროდიუსერი ნინო არაზაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"ხანძრის შემდეგ "დილა მშვიდობისა საქართველოს" გუნდს რთულ პირობებში უწევს მუშაობა. ხანძრის ჩაქრობიდან 4 საათი გავიდა. ჯერ კიდევ კვამლია "დილა მშვიდობისა საქართველოს" და "კურიერის" სტუდიაშიც და სამონტაჟოებშიც, სადაც სამონტაჟო ტექნიკა სრულიად გაჭვარტლულია.

სწორედ ჩვენმა კორესპონდენტმა, დათო აბრამიშვილმა შენიშნა ხანძარი ღამის 12 საათზე. ჩვენმა და "კურიერის" ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, პროდიუსერებმა და მონტაჟის რეჟისორებმა მიიღეს ზომები, რომ დროულად გამოგვეძახა სახანძრო, შენობიდან გამოგვეზიდა და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოგვეტანა გადასაღები ტექნიკა.

ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ვერ ვუცდით შენობის სრულად განიავებას და შენიღბულები ვაგრძელებთ საეთერო მასალებზე მუშაობას. რომ თქვენ დილისთვის არაფერი გამოგრჩეთ. არაფერი, რაც მოხდა ღამით. მადლობა ჩემს გუნდს სრული მობილიზებისა და თავდადებისთვის. ამ პირობებშიც ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საყვარელი საქმისთვის და პირველობისთვის", - წერს ნინო არაზაშვილი.

"რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს