17:40 / 27-07-2017
ნიკუშა შენგელაიას მეუღლე შეკვეთილიდან ბიძინა ივანიშვილის ახალ ფოტოებს ავრცელებს
მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე ეკა ჭიჭინაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებზე ყოფილი პრემიერი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ბერა ივანიშვილი, ეკა ჭიჭინაძე და ნიკუშა შენგელაია არიან ასახულნი. ფოტოები შეკვეთილშია გადაღებული.

როგორც ჭიჭინაძე კომენტარებში წერს, ფოტოები დღეს რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული.

ფოტოებს უამრავი კომენტარი მოყვა: "ეკა ჩემთან დავდებ ამ სურათებს, რომ ნაცებს გულები დავუხეთქო" - წერს ერთ-ერთი კომენტარში, რომელსაც ჭიჭინაძე პასუხობს: "დადე იქნებ სულ გაგიჟდნენ...15 წუთის წინ გადავიღეთ"

შეგახსენებთ, რომ როცა ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ ხმები
გავრცელდა, ივანიშვილების ოჯახის მეგობარმა ეკა ჭიჭინაძემ კატეგორიულად უარყო აღნიშნული და განაცხადა: "დღეს პირადად ვესაუბრე და ძალიან ბევრიც ვიცინეთ! რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი".

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ბოლო თვეებია არ გამოჩენილა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ჭორები გააჩინა. ექს-პრემიერი პირველად ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ 23 ივლისს შეკვეთილში, ქეთი მელუას კონცერტზე გამოჩნდა.
13:53 / 13-08-2017
ბარო
0
კოცნით გადაუტყავეს ერთი ადგილი ბიძინას!
13:51 / 03-08-2017
ელისო
4
ეკა ჭიჭინაძე უკვე ერთობა.არადა მისგან და მისი ოჯახიდან გამოსვლები უფრო სერიოზული იყოს ჯობია. საქართველოს მდგომარეობა დღეს სასაცილო და სამასხარაო იყოს არ მგონია.
მსგავსი სიახლეები
PHOTO+VIDEO ექსპრემიერი კონცერტზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება
"უკრაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა"
"ის იყო პრემიერ-მინისტრი, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა"
სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკო ასევე ჰგავს ერთ ადამიანს, რომელსაც ის იცნობდა და ეს არის ედუარდ შევარდნაძე
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა
"აღნიშნული საკითხი სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან ის ბინძური კამპანიის ნაწილია"
"მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49